“გურია ნიუსის” წყაროს ინფორმაციით, სენაკში ავარიის შედეგად სამი პირი დაშავდა. წყაროს თქმით, ავტოსაგზაო შემთხვევა გვიან ღამით, სოფელ ნოსირში მოხდა.
„ორი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა და შემდგომ გზიდან გადავრდნენ. საშინელი ხმა იყო, აფეთქება გვეგონა…. შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. ისინი სხვადასხვა კლინიკაში არიან გადაყვანილი,“ – ამბობს წყარო.
დამატებით დეტალებს ” გურია ნიუსი” შსს-ში არკვევს. უწყების კომენტარს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.



































































