მძიმე დღე-ღამე დაგვიდგა: გურიაში სტიქიის ზონაში დაღუპული ბავშვები და კიდევ ერთი სიტყვის მიღმა დარჩენილი ტრაგედია! სამძიმარს ვუცხადებ ოჯახებს, ახლობლებს, და ჩვენ საზოგადოებას.
არქივში გაჩენილი ხანძარი სხვა კუთხით მტკივნეულ იარებს აღვივებს – წარსულისა და მეხსიერების დაკარგვის შიშს აჩენს ჩვენში.
ამ დროს კი როცა გვჭირდება ყველაზე მეტად დაფიქრება იმაზე, თუ რამდენად ეს ტრაგიკული მოვლენები შემთხვევითობას მიეკუთნება, თუ პირიქით ეს ყველაფერი ჩვენ საქციელს, მოუმზადებლობას, ქვეყნისა და ადამიანების მიმართ გულგრილობის შედეგია … ვაგრძელებთ ძველებურად- ბოღმა, სიძულვილი, ერთმანეთის გაუტანლობა!