იმაარლ დიუპრე კლეინ-ლევინის უიშვიათესი სინდრომითაა დაავადებული. ამ დაავადებას სხვაგვარად “მძინარე მზეთუნახავის” სინდრომსაც უწოდებენ.
აღნიშნულ ნევროლოგიურ დარღვევას ახასიათებს პერიოდულად უნებლიედ ჩაძინება.
23 წლის გოგონას გადაბმულად 59 დღე ეძინა. პირველად სინდრომი მას 18 წლის ასაკში აღმოაჩნდა, როდესაც ერთ-ერთ წვეულებაზე მეგობრების თვალწინ უცაბედად ჩაეძინა. მაშინ გოგონას 10 დღე ეძინა.
გოგონამ ცხოვრების მანძილზე „მძინარე მზეთუნახავის“ სინდრომის გამო გამოტოვა მნიშვნელოვანი საუნივერსიტეტო გამოცდები, წვეულებები და საოჯახო იუბილეები.
ასეთი სინდრომით მსოფლიოში ათასამდე ადამიანია დაავადებული.