მე-3 სართულიდან ბავშვი გადმოვარდა. შემთხვევა გორში, კომბინატის დასახლებაში მოხდა. ინფორმაციას qartli.ge ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, 5 წლამდე ასაკის ბავშვს, შესაბამისი გამოკვლევები უტარდება.
“სასწრაფოს დაგვიანების გამო, ბავშვი მამამ თავად წაიყვანა კლინიკაში. რამდენიმე წუთის
განმავლობაში უგონოდ იყო, შემდეგ ტირილი დაიწყო”-ამბობს თვითმხილველი.