მე აღარ ვაპირებ კონსულტაციების მიცემას გუნდისთვის, _ ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს პირველ არხთან განაცხადა.
“ეს კარგად იციან გუნდის წევრებმა. საბჭოს წევრებთან მე მქონდა საუბარი რომ მივდიოდი. ძალიან კარგი ხალხი დავტოვე გუნდში. ურთიერთობები იქნება ყოფით თემაზე. მე მათთან საჯაროობას ვწყვეტ. არ მექნება მათთან პოლიტიკური შენიშვნები. მე ეს ვუთხარი მათ, რომ ნუ დამირეკავენ და ნუ მკითხავენ რჩევებს”, _ თქვა ბიძინა ივანიშვილმა.