ფილიპინების პრეზიდენტმა, როდრიგო დუტერტემ ვლადიმერ პუტინი უკრაინაში რუსული ძალების მიერ უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობისთვის გააკრიტიკა. ამის შესახებ ინფორმაციას aljazeera ავრცელებს.
„ბევრი ამბობს, რომ მე და პუტინი მკვლელები ვართ. დიდი ხნის წინ გითხარით, რომ მართლა ვკლავ, თუმცა მე კრიმინალებს ვკლავ. მე არ ვკლავ ბავშვებსა და მოხუცებს. ჩვენ ორ განსხვავებულ სამყაროში ვართ“, – განაცხადა დუტერტემ.