ფოთელი კონსტანტინე მესხი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„მე დავბრუნდი, მე გადავრჩი, მე ახალი სიცოცხლე მაჩუქა სამყარომ. მადლიერი ვარ თქვენი უკიდეგანოდ, თქვენ რომ არა, მე იქ არ ვიქნებოდი, სადაც ახლა ვარ. გისურვებთ ისეთივე ბედნიერებას, როგორი ბედნიერიც ახლა ვარ, რადგან არაფერია იმაზე ძვირფასი და ღირებული, ვიდრე სიცოცხლე, რომელიც მერთმეოდა… ისევ ვაგრძელებ ბრძოლას დრო მჭირდება ჯერ კიდევ, რომ ჩვეული ცხოვრების რიტმს დავუბრუნდე, თუმცა ყველაფერი წინაა. ისევ შევხვდებით მეგობრებო.“ – წერს ის ფეისბუქში.































































