https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    მაკრონი: “ჩვენი დღევანდელი და ხვალინდელი უსაფრთხოება სასწორზე დევს უკრაინაში”

    საფრანგეთის პრეზიდენტმა საწვავის მკვეთრ გაძვირებას “გაუსაძლისი” უწოდა

    რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

    რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    რუსეთ-უკრაინის ომი: 14 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

„მე გავაგრძელე“ – შშმ პირთა მხარდაჭერა პანდემიისას

11:04; 6.04.2021
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

COVID-19 პანდემიამ მსოფლიოს საკმაოდ მძიმე კვალი დააჩნია, მათ შორის, ადამიანების სოციალიზაციის მიმართულებით. სწორედ ამის წინააღმდეგ საბრძოლველად და ადამიანების მხარდასაჭერად, ევროკაშირი საქართველოში რამდენიმე პროექტს ახორციელებს. ერთ-ერთი ასეთი პროექტია „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მხარდაჭერა COVID-19-ით გამოწვეული ბარიერების დაძლევაში“, რომელსაც კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის „ფიფლ ინ ნიდ“-თან (PIN) თანამშრომლობითა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტის მიზანია პანდემიის გამოწვევებისას მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვა და მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისების შეთავაზება.

 ირმა ფარცვანია ერთ-ერთი პირველია, რომელიც ევროკავშირის პროექტში ჩაერთო. ირმა 35 წლისაა და ქუთაისში ცხოვრობს.

როგორც თვითონ გვიყვება, არაადაპტირებული გარემო ხშირად გამხდარა ბარიერი როგორც წარსულში, ასევე ახლა – „თანდაყოლილი ზურგის ტვინის თიაქარი მაქვს, თითქმის, მთელი ცხოვრებაა, ეტლით გადავაადგილდები, ოპერაცია 29 წლის ასაკში გავიკეთე და მხოლოდ ორი წელია, რაც გარეთ დავიწყე სიარული, მანამდე სულ სახლში მიწევდა ყოფნა. სახლიდან გასვლა მარტივი არ იყო ჩემთვის. 12-წლამდე ჯოხით დავდიოდი, შემდეგ, წონის მატების გამო, რაც ახასიათებს ამ დაავადებას – წელს ზემოთ უფრო მეტად იმატებ, ვიდრე წელს ქვემოთ, – სიმძიმე დამაწვა და ფეხი ვიტკინე. ამის გამო მომიწია სახლში დარჩენა, ჩამოვშორდი სკოლას. პედაგოგი სახლში მაკითხავდა, მაგრამ მაინც ვერ ხერხდებოდა საჭირო განათლების მიღება. თინეიჯერობის ასაკში ვიყავი და ვერ ვიტყვი, რომ ეს ცვლილება მარტივად გადავიტანე. ფეხზე მკურნალობისთვის 3-4 წელი დამჭირდა და მანამდე თუ გარეთ სიარული წარმოუდგენელი იყო, მოგვიანებით, მე თვითონ აღარ მქონდა გარეთ გასვლის სურვილი, ჩავიკეტე“.

 ირმას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მისი ბავშვობის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა და გარემოც ადაპტირებული გახდა, ქალაქში დამოუკიდებლად გადაადგილება მაინც დიდ პრობლემას წარმოადგენს: „პანდუსებიც კი, ისეა მოწყობილი, დამოუკიდებლად კი არა, ვინმეს დახმარების შემთხვევაშიც ჭირს სარგებლობა. ქალაქში, მაღაზიაშიც ვერ ვახერხებ არაადაპტირებული გარემოს გამო შესვლას. არასწორად დამონტაჟებული პანდუსების გამო, ჩემი დახმარების დროს, რამდენჯერმე დედაჩემმაც კი დაიზიანა ფეხი. ცალკე საკითხია შორ მანძილზე გადაადგილება. წარმოიდგინეთ, გამოძახებაზე ტაქსებიც ხშირად ამბობენ უარს. როცა იგებენ, რომ ეტლით მოსარგებლე ხარ, ხან ისეთი მანქანა ვერ იძებნება, რომელშიც ეტლით მოთავსება შეიძლება, ხან კი, მთლიანად ხარ იმაზე დამოკიდებული, გაგებით მოეკიდებოდა თუ არა ტაქსის მძღოლი შენს მდგომარეობას. იყო ისეთი შემთხვევებიც, როცა მძღოლი გამოძახებაზე მოსულა და უარი უთქვამს გადაყვანაზე. სწორედ ამის გამო, გადავწყვიტე მართვის მოწმობის აღება, თუმცა, მალევე, COVID-19 პანდემიაც დაიწყო და შევფერხდი“.

 მიუხედავად იმისა, რომ სოციალური ქსელის საშუალებით მაინც ახერხებს მეგობრებთან კომუნიკაციას, ირმა პანდემიის უარყოფით მხარეებზე მაინც საუბრობს და ამბობს, რომ სოციალიზაციის პრობლემა მასზეც აისახა – „35 წლის ვარ და მხოლოდ ორი წელია, რაც ვცდილობ, ნორმალური ცხოვრების წესს ავყვე. ძალიან გამიჭირდა სახლიდან ამდენი წლის შემდეგ გასვლა, ესეც იმან შემაძლებინა, რომ დავინახე, შშმ პირებმა დაიწყეს გააქტიურება. ჩემთვის მაგალითი გახდნენ სხვები და მეც გადავწყვიტე, მეცადა. ჩავერთე ტრენინგებში და ნელ-ნელა დავიწყე გაცნობიერება, რომ უმოქმედობა გამოსავალი არ არის. შევიძინე მეგობრები, ჩავერთე სხვა აქტივობებშიც, ფარიკაობის სწავლა დავიწყე, ქვეყნის ღირსშესანიშნაობების მონახულება – ვნახე მთა, ზღვა და ყველაფრის ანაზღაურებას ვცდილობდი, რაც 15 წლის მანძილზე სახლში ყოფნამ დამაკარგვინა. თუმცა, კორონამ ყველაფერი შეაჩერა და ამ ყველაფრის შემდეგ ისევ სახლში რომ გიწევს დარჩენა, ძალიან რთულია“.

 მას შემდეგ, რაც ირმამ ევროკავშირის პროექტის „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მხარდაჭერა COVID-19-ით გამოწვეული ბარიერების დაძლევაში“ შესახებ შეიტყო, მართვის მოწმობის აღებაზე ფიქრი ისევ განაახლა და გადაწყვიტა, სწორედ ამ მიზნის მისაღწევად გამოეყენებინა პროექტის ადაპტირებული სატრანსპორტო მომსახურება. თვე-ნახევრის განმავლობაში დადიოდა მართვის მოწმობის კურსებზე და ახლა საკუთარი ავტომობილით გადაადგილდება – „ამ პროექტმა შემაძლებინა, დამეძლია ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი – გადაადგილების პრობლემა. დამიცვა როგორც ხარჯისგან, ასევე იმ ყოველდღიური წინააღმდეგობისაგან, რასაც შშმ პირისთვის ტაქსით გადაადგილება ჰქვია და მეც გავაგრძელე ყველა მანამდე არსებული ფიქრი   და აქტივობა. ძალიან კომფორტულია, როცა იცი, მოგაკითხავს მანქანა და შენთვის სასურველი მიმართულებით უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას. პროექტის ფარგლებში, დამეხმარნენ, საკუთარი ავტომობილის ხელით მართვით სისტემაზე გადაყვანაში და მალევე, წარმატებით ავიღე მართვის მოწმობაც. ახლა, დამოუკიდებლად, ყოველგვარი შეფერხების გარეშე, თავად შემიძლია ვიმოძრაო ნებისმიერი მიმართულებით. ვიღაცისთვის თითქოს არაფერი, მაგრამ მე ამ ყველაფერმა თავდაჯერებულობა ნამდვილად შემძინა. ჩემი შემდეგი ნაბიჯი კულინარიის კურსებზე სიარული და საკუთარი საკონდიტროს გახსნა იქნება“, _ ამბობს ირმა ფარცვანია.

 პროექტის მენეჯერის, ანა ციცაგის თქმით, საქართველოში, მაღალმთიან და სოფლად მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ხარისხიანი და კვალიფიციური სოციალური და ჯანდაცვის მომსახურებების მიღება პანდემიამდე პერიოდშიც უჭირდათ, COVID-19-თან დაკავშირებული პრევენციული ზომების მიღების გამო კი, უფრო მეტად შეიზღუდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სახელმწიფო სერვისების მიწოდება – „გართულდა გადაადგილება. პანდემიის მეორე ტალღამ კორონავირუსის უფრო ფართო გავრცელება გამოიწვია, რამაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების იზოლაციაში დარჩენის პერიოდი საგრძნობლად გაახანგრძლივა. არაერთი ოჯახი შემოსავლის წყაროს გარეშე დარჩა, მთავრობის მიერ დაფინანსებული სოციალური სერვისები დროდადრო წყდება, რის გამოც, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები მნიშვნელოვანი დახმარების გარეშე რჩებიან. აღნიშნული პროექტი კი, ადამიანებს ეხმარება, მათზე მორგებული სერვისის საშუალებით მიიღონ საჭირო მომსახურება და განაგრძონ აქტიური ცხოვრება. თებერვლის თვის მონაცემებით, 269 შშმ პირმა ისარგებლა ჩვენ მიერ შეთავაზებული ადაპტირებული ტრანსპორტით, რაც იმაზე მეტყველებს, თუ რამდენად საჭიროა მათთვის მსგავსი მხარდამჭერი პროექტების არსებობა“ – ამბობს ანა. 

მადონა ლომინაძე ბათუმში ცხოვრობს და 15 წელია, რაც ეტლით მოსარგებლეა. 30 წლის ასაკში, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად, გულმკერდის მალების მოტეხილობა მიიღო, რა დროსაც ზურგის ტვინი დაუზიანდა და მოძრაობის შეზღუდვა გამოიწვია.

მადონა ამ შემთხვევამდე სკოლის მასწავლებელი იყო და მიღებული ტრავმის შემდეგ მუშაობა აღარ გაუგრძელებია. როგორც თავად გვიყვება, წლების განმავლობაში ამბობდა უარს მუშაობაზე – „ორი შვილი მყავს, როცა დაზიანება მივიღე, ბავშვები 5 და 6 წლისები იყვნენ. გარეთ გასვლასა და მუშაობას რომ მთავაზობდნენ, ვპასუხობდი – შვილები მყავს და მათზე უნდა ვიზრუნო-მეთქი. ახლა ვხვდები, რომ ეს უბრალოდ მიზეზი იყო სახლში დასარჩენად, რადგან შეძლებით, ალბათ, აუცილებლად შევძლებდი გამკლავებას, გარემოსი რომ არ შემშინებოდა. მხოლოდ მეორე წელია, რაც დასაქმება ისევ გადავწყვიტე. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში ვმუშაობ ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავჯდომარის თანაშემწედ და ყველაფერი ზუსტად ისევეა, როგორც ჩემი ამ შეზღუდვის გარეშე იქნებოდა. ახლანდელი გადმოსახედიდან, იმას კი არ ვნანობ, რომ ბავშვების განვითარებას დავუთმე სახლში ყოფნის დრო, ვნანობ იმ სახლიდან გამოსვლის შიშს, რაც მაშინ მქონდა“.

 მადონას თქმით, გარეთ გასვლის შიში ბევრ შშმ პირს აფერხებს და ხელს უშლის სოციალიზაციაში. ამბობს, რომ არაა მარტივი, გაუძლო იმ ადამიანების გამომეტყველებას ქუჩაში, რომლებსაც ეცოდები – „საწყალი – ამ სიტყვას ვკითხულობდი ხოლმე უცნობი ადამიანების თვალებში. ამის მიღება არც ისე მარტივია, მაშინ როცა, საერთოდ არ თვლი თავად, რომ შესაცოდი გაქვს რაიმე. მე არ ვთვლი ასე, რომ რომელიმე შეზღუდვა საცოდავს ხდის ადამიანს. აღარც კი მახსოვს, აღარც კი ვფიქრობ ამაზე, რომ ეტლით დავდივარ და არა ფეხით, ეს გამომეტყველება კი, მათ სახეზე, მახსენებს კი არა, პირდაპირ მიმითითებს ჩემს შეზღუდვაზე“.

 როგორც თავად ამბობს, ახლა აღარც ეს დამოკიდებულებები წარმოადგენს მისთვის რაიმე შემაფერხებელ ფაქტორს და დაძლია ის შიში, რომ ვერ მოერგებოდა სამუშაო გარემოს – „ვფიქრობდი, ვერ შევძლებდი სამუშაო უნარების ათვისებას. ბოლოს, გადავწყვიტე, გამოსაცდელი ვადით დამეწყო მუშაობა. როგორც ხედავთ, უკვე მეორე წელია, რაც ვმუშაობ ამ ადგილას და ძალიან მეგობრული გარემო დამხვდა. აქ არავინ მიმითითებს შეზღუდვაზე და არც არავინ ცდილობს, თავიდან ამარიდოს საქმე. ხშირად არის ხოლმე შემთხვევები, გაგრძნობინებენ, რომ აი შენ რთულად აკეთებ ამ საქმეს, დიდ დროს ანდომებ და მე შემიძლია, უფრო მარტივად გავაკეთო შენ ნაცვლად – მსგავსი დამოკიდებულება არასდროს მიგრძვნია ამ ადგილას, რაც ძალიან დამეხმარა სოციალიზაციაში“.

 მადონას თქმით, ეტლით მოსარგებლეთათვის ტრანსპორტირების პრობლემა ქალაქში ყოველთვის არსებობდა. მიუხედავად იმისა, რომ ბათუმში გარემო ადაპტირებულია, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მაინც რთულია ეტლით მოსარგებლე პირებისთვის დამოუკიდებლად გადაადგილება:

 „სპეციალური ტაქსით მომსახურება საკმაოდ ძვირია და ყველას არ აქვს ამის შესაძლებლობა. როგორც კი შევიტყვე ამ პროექტის შესახებ, მალევე ჩავერთე. ამან ძალიან გამიმარტივა სამსახურში  ტრანსპორტირების ყოველდღიური რუტინა. მობილური ავტომობილით მომსახურებას კლინიკაში გადაადგილების დროსაც ვიყენებ ან რომელიმე სხვა აქტივობისთვის, რაც ყოველდღურად მჭირდება. გარდა ამისა, ამ პროექტში ჩართულები არიან ადამიანები, რომლებსაც ჩვენი გაგება შეუძლიათ და გულისყურით გვეკიდებიან. კარგად იციან, რა საჭიროებებიც გვაქვს და გვიდგებიან სწორად. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს“, – ამბობს მადონა ლომინაძე. 

პროექტი ინდივიდუალურ მხარდაჭერას უცხადებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს აჭარის, გურიის, იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და შიდა ქართლის რეგიონებში. ამისთვის ბენეფიციარებს ისეთი სერვისით სარგებლობა შეუძლიათ, როგორიცაა ადაპტირებული ავტომობილით ტრანსპორტირება საცხოვრებელი ადგილიდან ნებისმიერი მათთვის საჭირო მიმართულებით, ასევე, ოკუპაციური თერაპევტისა თუ ფიზიკური თერაპევტის კონსულტაციები. ადაპტირებული ტრანსპორტით პროექტში ჩართულმა 269 შშმ პირმა უკვე ისარგებლა, რომელთაგან 110 ქალი, ხოლო 159 კაცი იყო. მათი უმრავლესობა სოფლად მაცხოვრებელი – 175 ადამიანი, დანარჩენი 94 კი ქალაქში მაცხოვრებელია. 

ავტორი: თამარ კურატიშვილი 

სტატია მომზადდა პროექტის „EU NEIGHBOURS east” ფარგლებში.

სტატიაში გამოხატული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ და მხოლოდ სტატიის ავტორს

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

“ჩამოსულმა მიწის მასამ გამოიწვია შეფერხებები ლიანდაგებზე”- “საქართველოს რკინიგზა”

22:54; 19 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

მეწყერი ციხისძირში- ბათუმი-ქუთაისი მატარებელი ჩაქვში დაბრუნდა

21:55; 19 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

თბილისის 21-ე საჯარო სკოლის მშობლები სამინისტროში დაიბარეს

18:19; 19 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

დატბორილი ტროტუარები და საავტომობილო გზები- წვიმის შედეგები ქუთაისში

16:01; 19 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

კახეთიდან თბილისში შემომავალ გზაზე საცობია

15:57; 19 სექტემბერი, 2026

"ქვეყანას კიდევ ერთი ბუმბერაზი ადამიანი დააკლდა“- ილია მეორე

ირაკლი კობახიძეს ივანიშვილის გარეშე არც ავტორიტეტი აქვს და არც გავლენა _ ჭიჭინაძე

ყველა სიახლე

ზაფრანი

20 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

0:06; 20.09.2026
საზოგადოება

“ჩამოსულმა მიწის მასამ გამოიწვია შეფერხებები ლიანდაგებზე”- “საქართველოს რკინიგზა”

22:54; 19.09.2026
საზოგადოება

მეწყერი ციხისძირში- ბათუმი-ქუთაისი მატარებელი ჩაქვში დაბრუნდა

21:55; 19.09.2026
საზოგადოება

თბილისის 21-ე საჯარო სკოლის მშობლები სამინისტროში დაიბარეს

18:19; 19.09.2026
პოლიტიკა

ვინ ლიდერობს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში

17:21; 19.09.2026
საზოგადოება

დატბორილი ტროტუარები და საავტომობილო გზები- წვიმის შედეგები ქუთაისში

16:01; 19.09.2026
საზოგადოება

კახეთიდან თბილისში შემომავალ გზაზე საცობია

15:57; 19.09.2026
პოლიტიკა

კობახიძე: ქართული აგროსასურსათო პროდუქცია საერთაშორისო ბაზრებზე თავის ღირსეულ ადგილს იმკვიდრებს

15:23; 19.09.2026
პოლიტიკა

კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს სოფლის მეურნეობაში ყველა მიმართულებით

14:45; 19.09.2026
პოლიტიკა

ჯანდაცვის მინისტრი: ბაღებში ინტოქსიკაციის გამო 100-ზე მეტი ბავშვის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო

14:07; 19.09.2026
პოლიტიკა

კალაძე ავარიული სკოლის შენობის შესახებ: რამე რომ მოხდეს პასუხისმგებლობას ვინ აიღებს

13:01; 19.09.2026
პოლიტიკა

კახა კალაძე ბაღებში მომხდარ ფაქტზე: დაველოდოთ მოკვლევას, რასთან გვაქვს საქმე

12:21; 19.09.2026
პოლიტიკა

კობახიძე: მშვიდობიანი გზით ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არის ჩვენი ეროვნული ოცნება

11:26; 19.09.2026
სამართალი

12 კგ „მარიხუანა“ სატვირთოს სამალავში – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

10:55; 19.09.2026
სამართალი

სამართალდამცველებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

10:35; 19.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო