სასამართლო სამედიცინო ექსპერტი, მაია ნიკოლეიშვილი ერთ-ერთ სასამართლო სხდომაზე მოსამართლის მიერ გამოტანილ განაჩენს ეხმაურება.
“გუშინ, იმერეთის ერთ–ერთ სასამართლოში, ისეთ ადამიანზე გამოიტანა მოსამართლემ… სასჯელის მოხდისგან გადავადების საქმე იყო, სააკაშვილის მერე, ყველას ეშინია გადავადება, ფაქტიურად, გუშინ მოსამართლემ სასიკვდილო განაჩენი გამოიტანა, ის ადამიანი დაიღუპება, თან მალე დაიღუპება, ღმერთმა ნუ ქნას და ამას რომ ვამბობ, წარმოიდგინეთ, მე როგორ განვიცდი…
მოსამართლეს შეეძლო აღკვეთის ღონისძიების გადავადება, პროკურატურა ითხოვს, მაგრამ გადაწყვეტილებას იღებს მოსამართლე. სასამართლოსთან გვაქვს პრობლემა. გულგახეთქილი ვიყავი, ისეთი ადამიანი დატოვა საპატიმროში, რომელსაც დღეს უკვე აქვს თავის ტვინის ინფარქტი, კაცი არ არის ამქვეყნად. ეს რაღაცა წარმოუდგენელია.
ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, მოსამართლეებთან სერიოზული პრობლემებია, მათ სერიოზული მომზადება სჭირდებათ, ტრენინგები, რომელსაც უტარებენ და გაუგებარია რას უტარებენ, იმიტომ რომ ის რაც შეეხება ჯანმრთელობას და ამ შემთხვევაში ვიქნები ოიბიექტური, გულწრფელად, სასჯელაღსრულება ცდილობს, გადაჰყავს დაწესებულებებში, მაგრამ ვერ ათავისუფლებს, ის ვერ გაუშვებს. მოსამართლეები ძალიან გულცივები და გულქვები გახდნენ. დღეს სიმძიმის ცენტრი, ჩემი თვალით დანახული, მე გადამაქვს მოსამართლეებზე, რომლებიც აი, ამ სამედიცინო, ჯანმრთელობის საკითხთან დაკავშირებით, ძალიან ცუდად, ძალიან გულქვად იქცევიან, განსაკუთრებით სააკაშვილის იქ გორაობის შემდეგ. ვერავინ ბედავს დაუშვას პრეცედენტი. მე არ ვიცი, თვითცენზურაა, თუ ბრძანებააა. უარესი, თუ ბრძანებაა.
მე გუშინ ვნახე სასიკვდილო განაჩენი, ეს იყო სასიკვდილო განაჩენი“, _ წერს მაია ნიკოლეიშვილი. სოციალურ ქსელში.