https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

  • ფეისბუქსტატუსები

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    გაერო-ში რუსეთის ელჩი – ვიდრე კიევის ბანდის ლიდერი გონს არ მოეგება, ჩვენ პრობლემების სამხედრო გზით მოგვარებას გავაგრძელებთ

    “ჰეინეკენის” ხელმძღვანელი თანამდებობას ტოვებს

    დონალდ ტრამპი – ვოლოდიმირ ზელენსკის მხოლოდ ერთი „კარტი“ აქვს: დონალდ ტრამპი

    ტრამპი: „მკაცრად ვურჩევ მათ, დადონ გარიგება, ვიდრე გვიან არ არის“

    „მკაცრად დავიცავთ ეროვნულ ინტერესებს“ _ ვის მხარეზეა ირანის არმია

    დაპატიმრებულია შვეიცარიაში მდებარე იმ ბარის მეპატრონე, რომელში გაჩენილი ხანძრის შედეგად 40 ადამიანი დაიღუპა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

„მე კი მართლა კინაღამ შევეწირე ამ დიდებულ ფილმს…“

9:07; 12.10.2025
კულტურა
Share on FacebookShare on TwitterEmail

მსახიობი ვიქტორ ნინიძე იგონებდა.

„დათა თუთაშხიას“ ვიღებდით გუდაუთის რაიონში. ქართველ კინომაყურებლებს კარგად ემახსოვრებათ ის ეპიზოდი, ზვამბა რომ კლავს თოდუას და მის ფულებს ითვისებს. ზვამბას როლს მე ვასრულებდი, თოდუას – ზესტაფონის ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელი, გვარად შავგულიძე. სცენარის მიხედვით, ვკლავ ამ კაცს და მერე წამოსწრებული დათა თუთაშხია მაიძულებს, ცხედარი მდინარის ნაპირიდან ამოვათრიო გზაზე. საერთოდ, უარყოფითი პერსონაჟების როლების შემსრულებლები ხშირად ვარდებიან უხერხულ მდგომარეობაში და ასე მოხდა ამჯერადაც.

მთავარი ის იყო, რომ შავგულიძე მაშინ 130 კილოგრამს იწონიდა, მე – 70-75-ს. როგორი წამოსაკიდებელია? წამოვიკიდე ამოდენა დევი ამ ჩია კაცმა (ჩემი ცოდვა მიეცეს ჩვენს რეჟისორს) და მოვათრევ 40-50 მეტრის სიმაღლე აღმართზე – როგორია? ვის ესმის ჩემი – როლია და უნდა შეასრულო. დაიწყო ეპიზოდი.

– აიკიდე, ზვამბა ძაღლისშვილო! – მიბრძანა თუთაშხიამ.

– არ შემიძლია… მეშინია მე კვდრის, – ვპასუხობ.

– ტკაც! – გავარდა მაუზერი.

ხვნეშით წამოვიკიდე ცხედარი.

ცოდვას ვერ ვიტყვი, მიცვალებულიც მეხმარება, როგორც შეუძლია – აიმჩატა ტანი, მაგრამ, წონა წონაა…

საერთოდ, გადაღების დროს ყოველთვის იდგა სასწრაფო დახმარების მანქანა მედპერსონალით. მივათრევ და ვფიქრობ: რა მოხდებოდა, მე ვყოფილიყავი „მკვდარი“ და გავჯგიმულიყავი შავგულიძის ზურგზე? მაგრამ, ბედი უნდა ყველაფერს, ძმაო! დამასხა ოფლმა შუბლზე, მეკეცება მუხლები… არადა, კამერა მუშაობს (არაფერი „ბლეფი“ ამ სცენაში არ ყოფილა). როგორც იქნა, ამოვაჯახირე ჩემი „ცხედარი“, დავასვენე მიწაზე და მივუწექი გვერდით გონდაკარგული.

– არიქა, მკვლელი გვიკვდებაო, – მეცა მედპერსონალი. შემასხეს „კაპლი“ ცხვირ-პირში, კინაღამ გამეჩხირა აბი ყელში… ხელოვნურად მკლავდნენ.

გიგა ლორთქიფანიძემ დუბლის გამეორება ითხოვა. ძლივს მობრუნებულს, ისევ წამივიდა გული, მაგრამ, ვინ გაცლის?! გამიყარეს ანალგინის ნემსი ძვლებში (აბა, ხორცი სად მქონდა) და დამალევინეს რაღაც სტიმულატორი.

– მატოორრრ! – დაიჩხავლა მეგაფონმა.

ისევ დავიკავე საწყისი პოზიცია და ავიკიდე ჩემი „მკვლელი“, არადა, ჩემი „მოკლულია“. ამოვაბორძიკე მუხლების კანკალით და ისევ წავიქეცი. მადებენ ცივ ტილოებს მთელ ტანზე, ბუღი ამდის. ვარაუდით ვიხედები… კინოც მძულს და ამირეჯიბიც…

– ისევ დუბლი! – დაიძახა რეჟისორმა.

გავგიჟდი! მინდა ვიყვირო, მაგრამ, სადღაა ხმა?

მესამე დუბლსაც (რომელიც უკანასკნელი იყო და კინაღამ ჩემთვისაც უკანასკნელი გამოდგა) გავუძელი და დაწოლილმა ავწიე ხელები.

სიკვდილს, ნამდვილ სიკვდილს გადავურჩი. კურიოზი ის იყო, რომ შეწუხებული შავგულიძე გამემასხრა:

– მრიცხველი რომ გქონდეს, კაი იქნებოდა.

– რატომ? – ვერ მივხვდი.

– კაცო, გავიგებდი მაინც, რამდენი დაწერა ჩემს ტარებაში და გადაგიხდიდი ფულსო.

ზესტაფონელი მაინც ზესტაფონელია.

მე კი მართლა კინაღამ შევეწირე ამ დიდებულ ფილმს, მაგრამ, ახლა ყველაფერს სიამოვნებით ვიხსენებ“.

გიორგი გაჩეჩილაძე

ავტორი

გაზიარება3Tweet2Send

ამავე კატეგორიაში

კულტურა

“უიღბლო” მსახიობები   

11:09; 11 იანვარი, 2026
კულტურა

ყველაზე პოპულარული საახალწლო – საშობაო ფილმები

09:49; 2 იანვარი, 2026
კულტურა

ბრიჯიტ ბარდო გარდაიცვალა

14:22; 28 დეკემბერი, 2025
კულტურა

„დონ-კიხოტი რამხელა როლი იყო და ხალხი მაინც ელიბოს რატომ მეძახისო?”

18:02; 20 დეკემბერი, 2025
კულტურა

„ნიჭიერი ბავშვი“

09:37; 7 დეკემბერი, 2025

"უამინდობის გაფრთხილება!" _ კობა ფარტენაძე

"თქვენი დახმარების იმედად ვარ დარჩენილი" _ პატარა მარიამს საზოგადოების თანადგომა სჭირდება

ყველა სიახლე

საზოგადოება

ინტენსიური თოვა – სად რა სახის ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა

15:15; 13.01.2026
პოლიტიკა

“ირაკლი ღარიბაშვილს შევხვდი”- ადვოკატი

14:38; 13.01.2026
საზოგადოება

CMIS-ის კვლევა: „ქართული ოცნების“ პროპაგანდა მზია ამაღლობელის წინააღმდეგ

13:31; 13.01.2026
პოლიტიკა

“საქართველოში ტერორმა მმართველ ელიტამდეც მიაღწია – რეჟიმი პოზიციებს თმობს” – სალომე ზურაბიშვილი

13:23; 13.01.2026
საზოგადოება

საიამ ციალა ქათამიძის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა

13:10; 13.01.2026
საზოგადოება

კალანდა

13:04; 13.01.2026
საზოგადოება

საუკუნეებს მიღმა დაბადებული ტრადიციები და რიტუალები

12:50; 13.01.2026
ზაფრანი

საინტერესო ფაქტები ზოდიაქოს ნიშნების შესახებ

12:21; 13.01.2026
ზაფრანი

ზოდიაქოს ნიშნები და ფულთან დამოკიდებულება

12:20; 13.01.2026
მსოფლიო

გაერო-ში რუსეთის ელჩი – ვიდრე კიევის ბანდის ლიდერი გონს არ მოეგება, ჩვენ პრობლემების სამხედრო გზით მოგვარებას გავაგრძელებთ

12:15; 13.01.2026
ზაფრანი

ზოდიაქოს ნიშნების შეთავსება

12:07; 13.01.2026
ზაფრანი

როგორ გამოვიანგარიშოთ ჩვენი რიცხვი

12:05; 13.01.2026
საზოგადოება

დღეიდან ამინდი მკვეთრად უარესდება – მოსალოდნელია თოვა, ძლიერი ქარი და შტორმი

10:28; 13.01.2026
სპორტი

„გურიას“ სამწვრთნელო შტაბი, სპორტული დირექტორი და ახალწვეულები _როგორ ხვდება „გურია“ ახალ საფეხბურთო სეზონს

10:20; 13.01.2026
საზოგადოება

მსვლელობა თბილისში – მზია ამაღლობელის დაკავებიდან 1 წელი გავიდა

21:37; 12.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

15:41; 7.01.2026
0

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო