საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საპრეზიდენტო არჩევნებზე თავისი არჩევანი უკვე გააკეთა.
როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, ხმა საქართველოს განვითარების იმ გზას მისცა, რაც ქვეყანამ ჯერ კიდევ 100 წლის წინ აირჩია.
„ხმა მივეცი თავისუფალ, გამჭვირვალე და დემოკრატიულ არჩევნებს. მე მივეცი ხმა საქართველოს განვითარებას, ხმა მივეცი ქართულ ტრადიციებს და ჩვენს ევროპულ არჩევანს, განვითარების იმ გზას, რომელიც ჯერ კიდევ ასი წლის წინ აირჩია პირველმა რესპუბლიკამ“, _ განაცხადა ბახტაძემ.
პრემიერ-მინისტრმა ხმა დიდუბის საარჩევნო ოლქის 44-ე საარჩევნო უბანზე მისცა.
ცნობისთვის, 2018 წლის არჩევნებში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 518 877-ს შეადგენს. არჩევნების ჩასატარებლად მზადყოფნაშია 3 703 საარჩევნო უბანი, მათ შორის 55 საზღვარგარეთ, 11 კი გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანია.