წყალტუბოში, სოფელ პატრიკეთში მკვლელობა მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ქმარმა ცოლი მოკლა.
დეტალების გასარკვევად, “გურია ნიუსი” მერის წარმომადგენელს დაუკავშირდა.
მელანო მაჩალაძემ ფაქტი არ დაადასტურა.
“მე რავიცი მკვლელობა მოხდა,თუ რა მოხდა”,-განმარტა მან და ტელეფონი გათიშა. შემდეგ დავუკავშირდით წყალტუბოს მერიის პრესსამსახურს.
ტრადიციულად,მათაც არ ისურვეს თემაზე საუბარი.
“აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, კომენტარს არ ვაკეთებთ”,-აცხადებენ პრესსამსახურში.
ავტორი