BBC-ის ინფორმაციით, რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ შეიძლება მალე დადგეს დრო, როდესაც მას გადადგომის განხილვა დასჭირდება – და ამას გააკეთებს, თუ იგრძნობს, რომ მისი ჯანმრთელობა სათანადო არ არის.
85 წლის პაპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ დროისთვის აპირებს განაგრძოს თავისი მოვალეობები – და ღმერთი ხელმძღვანელობს, როდის გადადგება, თუ არ გადადგება.
”არ არის კატასტროფა რომის პაპის შეცვლა, ეს არ არის ტაბუ. პენსიაზე გასვლის კარი ღიაა – ეს ნორმალური ვარიანტია. მაგრამ დღემდე ამ კარზე არ დამიკაკუნებია. არ მიგრძვნია საჭიროდ ვიფიქრო ამ შესაძლებლობაზე – მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ორ დღეში შეიძლება არ დავიწყო ამაზე ფიქრი”,_ განაცხადა რომის პაპმა.
როგორც ცნობილია, ბოლო თვეების განმავლობაში რომის პაპს მუხლზე მუდმივი პრობლემები აქვს, რამაც გავლენა მოახდინა მის მობილურობაზე. კანადაში ვიზიტის დიდი ნაწილი მან შშმ პირთა ეტლში გაატარა.
მაგრამ მან ადრე უარყო სპეკულაციები უფრო სერიოზული, სიცოცხლისთვის საშიში დაავადებების შესახებ.