საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დაკავებამდე ვიდეო მიმართვა გაავრცელა.
მიმართვაში, რომელიც მედიაში გავრცელდა, სააკაშვილი ამბობს, რომ მას არაფრის ეშინია, და მხარდამჭერებსაც მოუწოდებს, არ შეშინდნენ, მივიდნენ არჩევნებზე და ხმა მისცენ ნაციონალურ მოძრაობას.
სააკაშვილი მიმართვაში შესაძლო დაკავებაზეც საუბრობს.