საქართველოს პარლამენტის თავჯდომარე ირაკლი კობახიძე, დღეს, კიდევ ერთხელ, გამოეხმაურა უშიშროების საბჭოს მდივანთან დაკავშირებით გაკეთებულ საკუთარ განცხადებას და აღნიშნა, რომ რაქვიაშვილმა საკუთარი სტატუსი არ იცის:
“გუშინ გამართულ კომიტეტის სხდომაზე უშიშროების საბჭოს აპარატის ხელმძღვანელის ანუ საბჭოს მდივნის მხრიდან ისეთი მოსაზრებები გამოითქვა, რომელიც აბსოლუტურად არათავსებადი იყო საქართველოს კონსტიტუციასთან და საქართველოს კანონდებლობასთან. სამწუხაროდ, უშიშოების საბჭოს მდივანმა არ იცის, რა არის მისი სტატუსი და ფუნქცია. მას ჰგონია, რომ ის წარმოადგენს უშიშროების საბჭოს.
ასეთ დონეზეც კი არ იცის, რა ხდება საქართველოში, საქართველოს კონსტიტუციაში. მე წარმოვადგენ უშიშროების საბჭოს, მე ვარ უშიშროების საბჭოს წევრი, ისევე როგორც პრეზიდენტი, პრემიერი, თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე და ასე შემდეგ.
მე ვარ უშიშროების საბჭო და როცა უშიშროების საბჭოს სახელით, უშიშროების საბჭოს წევრს, მდივანი მელაპარაკება, გამოდის, რომ მას საერთოდ არა აქვს წარმოდგენა საქართველოს კონსტიტუციაზე“, _ განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლიკობახიძემ.