პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს რუსთაველზე ხალხის წინაშე სიტყვით გამოსვლის სრულად დასრულება არ დასცალდა. ამის მიზეზი კი ტექნიკური ხარვეზი გახდა
„ველოდები. მოვიდეს სასახლეში ივანიშვილი, რადგან ის მართავს ყველაფერს და მე მზად ვარ, დავსხდეთ და მოვიფიქროთ, როგორ უნდა დაინიშნოს არჩევნები. ოღონდ არჩევნების დანიშვნის რიცხვი უნდა შეთანხმებული იყოს 29 დეკემბრამდე. 29-მდე ჩვენ ყველას გვაქვს დიდი შანსი, რომ ეს ქვეყანა წინ წავწიოთ, რომ ამ ქვეყნიდან მთელ მსოფლიოში წავიდეს დემოკრატიის, შერიგების, წინსვლის მაგალითი. ველოდები პასუხს. ეს ყველაფერი რომ ნათელი იყოს, ხვალ, საღამოს სასახლიდან ჩავწერ სრულ სიტყვას, რადგან აქ არამხოლოდ სცენა, არამედ, როგორც ჩანს, ხმაც დამიპატიმრეს. მაგრამ, არაფერი იქნება. შევხვდებით და გელოდებით“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ტექნიკური ხარვეზის გამო, მიმართვის სრულ ტექსტს ხვალ ორბელიანების სასახლეში ჩაწერს და გაავრცელებს.