დღეს ეროვნული გმირის ნინო თოიძის დაბადების დღეა.
სოციალურ ქსელში ნინო თოიძის შესახებ მისი დის შვილი ირმა სალუქვაძე წერს.
“ჩემო ნინიკო გილოცავ შენ დღეს . სიტყვები არ მყოფნის იმისთვის გადმოვცე როგორ მენატრები, ამდენი წელი გავიდა და ვერ ვივიწყებ შენს მოფერებას, შენ დარიგებებს, შენს ჩახუტებას და სითბოს. მეამაყები ნინო, შენ ჩემთვის მისაბაძი მაგალითი ხარ, გმირი ქალი რომელმაც საქართველოს სიყვარულს შესწირა თავი. მე ამაყი ვარ იმით რომ ღმერთმა შენი დისშვილობა მარგუნა. მცხვენია ნინო შენი რომ ამდენი წლის მანძილზე ვერ გავაკეთე შენი მემორიალი, მაპატიოს ნინო შენმა ლამაზმა სულმა. 9 აპრილი და შენი სახელი სულ ემახსოვრება ისტორიას. მიყვარხარ უზომოდ“ – წერს ირმა სალუქვაძე.