რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დმიტრი მედვედევი უკრაინის რუკიდან გაქრობით იმუქრება.
ის, საკუთარ Telegram-არხზე წერს, რომ უკრაინა წლის შემდეგ მსოფლიო რუკაზე არ იარსებებს.
“ვნახე შეტყობინება, რომ უკრაინას, ლენდ-ლიზის ფარგლებში, სურს ოკეანის იქით მყოფი მბრძანებლებისგან მიიღოს თხევადი ბუნებრივი აირი გადახდის ორწლიანი გადავადებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, უბრალოდ გაიყინებიან.
ერთი შეკითხვა მაქვს. ვინ თქვა, რომ ორი წლის შემდეგ უკრაინა მსოფლიო რუკაზე საერთოდ იარსებებს? თუმცა, ამერიკელებისთვის უკვე სულ ერთია – მათ იმდენი ჩადეს “ანტი-რუსეთის” პროექტში, რომ ყველაფერი დანარჩენი აღარ აინტერესებთ”, – წერს მედვედევი.
ცნობისთვის, დმიტრი მედვედევი Al Jazeera-სთან ინტერვიუში უკრაინას სუვერენიტეტის დაკარგვით დაემუქრა, თუ კიევი მოსკოვთან მოლაპარაკებებზე გადაწყვეტილებას არ მიიღებდა.
ავტორი