ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში ფეხმძიმე ქალი გარდაიცვალა.
როგორც “გურია ნიუსს” უთხრეს, გარდაცვლილი მეექვსე შვილს ელოდებოდა.
“სოციალურად დაუცველი ოჯახიდანაა. ძალიან შეჭირვებულები არიან. ცუდად გახდა და ჩოხატაურის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა”, _ უთხრეს “გურია ნიუსს”.
“გურია ნიუსი” დეტალებს კლინიკაში არკვევს.
































































