შსს-ს ცნობით, ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარისა და იძულების ბრალდებით ერთი პირი, 1981 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ზ.დ დააკავეს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ზ.დ.-მ, მეგობარ ქალს – 1992 წელს დაბადებულ თ.წ.-ს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, მასზე ფიზიკურად იძალადა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა”. – წერს შსს.
შსს ცნობით, დაკავებულის სახლისა და ავტოფარეხის ჩხრეკის შედეგად, ნარკოტიკული საშუალება “ალფა-პვპ”, ცეცხლსასროლი იარაღი, ხელყუმბარა, მჭიდი და 5 ვაზნაც ამოიღეს.
უწყების განცხადებით, დაკავებულს ბრალად ედება ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარა, იძულება და ნარკოტიკული საშუალებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11-პრიმა 150-ე მუხლით, 11-პრიმა 151-ე მუხლით, 260-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.


































































