მექსიკის პარლამენტმა კანაფის მოხმარების ლეგალიზების შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა, – ამის შესახებ ინფორმაციას EL ECONOMIST-ა ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, შესაბამის დოკუმენტს ხმა 82-მა სენატის დეპუტატმა მისცა, 18 კი წინააღმდეგ მისცა
EL ECONOMIST-ას ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ კანონპროექტს მხარს დეპუტატთა პალატაც დაუჭერს, 15 დეკემბრიდან მექსიკაში კანაფის მოხმარება ლეგალური გახდება.
გამოცემის ინფორმაციით, კანონპროექტის მიხედვით, ქვეყნის მოქალაქეებს უფლება მიეცემათ, პირადი მოხმარებისთვის 28 გრამი კანაფი იქონიონ და საკუთარ ეზოში 6-8 ბუჩქი კანაფი მოიყვანონ.