სააპელაციო სასამართლოსთან ოპოზიციის აქციაზე ნიკა გვარამია არ იმყოფება.
ჟურნალისტების დასმულ კითხვას, იმის შესახებ თუ რატომ არ იყო აქციაზე ნიკა გვარამია, “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერმა, ნიკა მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ფუნქციები გადანაწილებული აქვთ და ზოგ შეხვედრებს ნიკა გვარამია ესწრება, ზოგს კი თვითონ.
„ვფიქრობ, დრო არის, თქვენ კარგად გაიაზროთ ფუნქციები – ასე ვიყავით მთელი საარჩევნო პერიოდის განმავლობაში. ფუნქციები მნიშვნელოვნად გვაქვს გადანაწილებული და ეს არის ჩვენი კოალიცია „ცვლილებებისთვის” ძირითადი უპირატესობა. შესაძლებელია ბევრი რამ გაკეთდეს, ბევრი სხვადასხვა ადამიანის მიერ. არის შეხვედრები, შეკრებები, სადაც მეც არ ვარ, არის შეკრებები, სადაც არის ნიკა გვარამია. დღეს, მაგალითად, იქნება რამდენიმე შეკრება, სადაც მე ვერ ვიქნები, მაგრამ ნიკა იქნება. ამას თქვენ დაინახავთ”, – განუცხადა ნიკა მელიამ ჟურნალისტებს.