ნიკა მელია სტასბურგის სასამართლოს მიერ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება.
სოციალურ ქსელში მელია მოუწოდებს “ნაციონალურ მოძრაობას”, რომ შიდაპარტიულ არჩევნებზე უარი თქვან.
“სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოთხოვნა გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე შუალედური ღონისძიების გამოყენებასა და მიხეილ სააკაშვილის გადაყვანაზე, საქმის არსებით განხილვამდე.
სწორედ მსგავს სიტუაციაში ვითხოვდით ყველა შიდა დაპირისპირების კერის აღმოფხვრას.
ადგილობრივი თუ საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილების პირობებში, ვსაუბრობდი არჩევნების უადგილობასა და უდროობაზე, რომ პარტია არ ყოფილიყო გახლეჩილი და მთლიანად მოუმზადებელ, დეზორიენტირებულ მდგომარეობაში.
მოვუწოდებ პარტიის მენეჯმენტს უარი თქვას მიმდინარე შიდაპარტიულ არჩევნებზე და გამოიჩინოს რაციონალურობა; გადადგას ქმედითი და შედეგზე ორინეტირებული ნაბიჯები!”_ წერს მელია.