გუშინ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარში ტრაგედია დატრიალდა.
15 წლის მოზარდს მანქანა იმ დროს დაეჯახა, როდესაც ის სამარშრუტო მიკროავტობუსიდან ჩამოვიდა. მოზარდი გარდაიცვალა.
სოციალურ ქსელში სოფელ ნაგომარში მცხოვრები ზურა სტეფანია წერს, რომ მსგავსი ფაქტი ხუთი წლის წინათაც მოხდა.
“მეორე შემთხვევაა უკვე, მარშუტკიდან რომ ჩამოვიდა და მანქანამ მოკლა, ის პირველიც ბავშვი იყო, ამ ბიჭის ბიძაშვილი. საშინლად ატარებენ ამ მონაკვეთზე. ახალდაგებული ასფალტია თან. 1 თვის წინაც მანქანა გადავარდნილა, ერთი ადგილზე დაიღუპა, მეორე აპარატზე იყო. არც კამერაა არსად, არც “ბუგაროკებია”, სკოლასთანაც კი… ამ ადგილამდე ერთი მოსახვევია ხიდზე, იქ წელიწადში 3-4 მანქანა მაინც ტრიალდება.“ _ წერს ზურა სტეფანია.