გურიის გუბერნატორის კორონავირუსი განმეორებით ტესტირების შემდეგ საბოლოოდ დაუდასტურდა _ პირველი ტესტის პასუხი საეჭვო იყო და ამიტომ მეორე ტესტის გაკეთება გახდა აუცილებელი.
ეს ინფორმაცია “გურია ნიუსს“ გუბერნიის პრესსამსახურის უფროსმა ნინო ლომჯარიამ დაუდასტურა.
ლომჯარიას თქმით, შენობას უკვე ჩაუტარდა სადეზინფექციო სამუშაოები. რწმუნებულის სამივე მოადგილის ტესტის პასუხი უარყოფითია.