სოფელ გუმათში, სადაც ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები არიან შეკრებილი, მდინარე რიონში 17 წლის მათე დოგრაშვილი გადავარდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამაშველო სამსახურის თანამშრომლების, პოლიციისა და კომპანია „ENKA“-ს წარმომადგენლებმა შეძლეს და ის წყლიდან ცოცხალი ამოიყვანეს. ახალგაზრდა მამაკაცს ადგილზე უკვე ჩაუტარდა პირველადი დახმარება. ამჟამინდელი ინფორმაციით, მას აღენიშნება დაზიანებები,სავარაუდოდ, თავი აქვს გატეხილი და ფეხი _ მოტეხილი.
თვითმხილველების თქმით, მათე დოგრაშვილი ნაპირზე იდგა და წყალში მოულოდნელად გადავარდა.
ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეების შეკრების ადგილიდან ადამიანი რიონის ხეობაში ვარდება. ამის შესახებ ადგილობრივები შეშფოთებას გამოთქვამენ. „ ამ ტერიტორიაზე ვითარება ყოველდღიურად უფრო უმართავი ხდება. ეს უკვე მეორე შემთხვევაა. საბედნიეროდ, ამ შემთხვევაში პოლიცია და სამაშველო ჯგუფი იყო ახლოს და შეძლეს ამ ბიჭის გადარჩენა. საინტერესოა ვინ იღებს ამ სიტუაციას პასუხისმგებლობას? თუ რამე არ შეიცვალა მომავალში კიდევ უფრო მეტი ასეთი უბედურები შემთხვევები გვექნება.“- აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი ა.გ. (R)