საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე ნეოფაშისტური ჯგუფების მიერ “თეთრი ხმაურის” საპირისპირო აქციის გამართვას ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა.
ართლა შეგირცხვათ ეგ დაკაპიწებული და სამიტინგო “პატრიოტიზმი” !!! რა დროს სიძულვილია?? პირიქით, ყველამ ერთმანეთს ხელი უნდა გავუწოდოთ – იქნებ გადავრჩეთ, როგორც ერი!!!!_ წერს დეპუტატი.