„არავინ არ გაბედოს ლევანიკოს სახელის ხსენება…
ლევანიკო არსად არ გაპარულა…
ლევანი წავიდა ….
წავიდა და ხმამაღლა, ყველას გასაგონად თქვა –
„ვიმღერე იმიტომ, რომ ჩემი საქართველო მინდოდა მეჩვენებინაო“….
ხო და აჩვენა…
ამ ხუთი წლის მანძილზე მთელმა საქართველომ იცოდა მისი რუსეთში მოღვაწეობის შესახებ, მაგრამ ერთი სიტვა არ დასცდენია არავის აუგად…
სხვადასხვა ქვეყნებში, სხვადასხვა სცენაზე, საქართველოს დროშით ხელში, ქართულ სიმღერას ასრულებდა და ყველას დაანახა მან თავისი საქართველო. დაანახა თან ისე, რომ დარწმუნებული ვარ დიდხანს, ძალიან დიდხანს ემახსოვრებათ…
ამიტომ მე, მისი დედა, ხმამაღლა, თავაწეული და ამაყი ვამბობ:
ლევან კბილაშვილი იყო, არის და იქნება ადამიანი, რომელმაც ღირსეულად ატარა ყველგან თავისი და საკუთარი ქვეყნის სახელი და დაამტკიცა, თუ როგორი უნდა იყოს სამშობლოს და პრინციპების მქონე პატრიოტი ადამიანი.
კიდევ ერთხელ, ყველას გასაგონად ვიმეორებ….მეორედ არავინ გაბედოს ლევანის სახელის ხსენება და ვინმესთან გაიგივება.
ის ლევან კბილაშვილია…
ლევანი, რომელიც ყველგან და ყველაფერში თავის სახელსა და ღირსებას რუდუნებით უფრთხილდებოდა.!“ – წერს ლევან კბილაშვილის დედა.
ცნობისთვის, ნინი შერმადინმა ნუცა ბუზალაძის მოსკოვში სიმღერასთან დაკავშირებით პოსტი გამოაქვეყნა, სადაც მომღერალი ლევან კბილაშვილსაც ახსენებს.