ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათიდან და სოფელ ლიხაურიდან “გურია ნიუსის“ რედაქციას დაუკავშირდნენ.
“მეოთხე დღეა შუქი არ გვაქვს. მეზობელ სოფლებში არის და რამდენი დღე უნდა ვიყოთ უშუქოდ?“ – გვწერენ სოფელ კონჭკათიდან.
“ენერგო პრო ჯორჯიას“ პრესსამსახურში “გურია ნიუსს განუცხადეს, რომ აღნიშნულ სოფლებში ელექტროენერგია დღეს უნდა აღდგეს.
“ჩვენი ვარაუდით დღეს უნდა მოხდეს ელექტრო ენერგიის აღდგენა სრულად ქალაქ ოზურგეთში და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში.
ჩვენი სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ, რომ დროულად მოგვარდეს პრობლემა“, _ გვითხრეს პრესსამსახურში.
[sexy_author_bio]