ოზურგეთში კორონავირუსით ინფიცირების 13 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
„ბოლო დღეებთან შედარებით სტატისტიკა მომატებულია. მეოთხე ტალღის დასაწყისთან ვდგავართ. ინფიცირების შემთხვევების მატება ბევრმა ფაქტორმა განაპირობა. ბევრმა ჩათვალა, რომ შემზღუდავი ღონისძიებების დაცვა როგორიცაა დისტანცია, ხალხმრავალ ადგილებში პირბადის ტარება, საჭირო აღარ არის და შესაბამისად,ირღვევა. ადამიანების ნაწილმა კი ვინც აცრა ჩაიტარა, ჩათვალა რომ ამ ღონისძიებების დაცვა მას აღარ სჭირდება არადა ამ დროის შეიძლება ვირუსის მექანიკური გადამტანი იყოს“,_ გვითხრეს ოზურგეთის ჯანდაცვის ცენტრში.
ამ დროისთვის, ოზურგეთში კორონავირუსის 4474 შემთხვევაა დაფიქსირებული, გამოჯანმრთელებულია 4381 ადამიანი, გარდაცვლილია 64.