20 წლის საუდის არაბეთის მცხოვრები ჰალიდ შაარი დაავადების გამო 610 კგ-ს იწონის და ორი წელია, ვეღარ დადის.
ის ახლახან სპეცტექნიკის საშუალებით ჰოსპიტალში გადაიყვანეს – ექიმების დასკვნით, წონის დაკლების ოპერაციის გარეშე ყმაწვილი მალე მოკვდებოდა.
მის გადასარჩენად თავდაცვის სამინისტროს თვითმფრინავი პირადად საუდის არაბეთის მეფემ – აბდალა იბნ აბდელ აზიზმა გაგზავნა, აშშ-ში დაამზადებინა ზეგამძლე საწოლი და სპეციალური ამწე.
მაშველებმა ჰალიდის ოთახის კედელი დაშალეს და მეორე სართულიდან ამწით ჩამოიყვანეს. ჰოსპიტალში კი მეფისა და მინისტრის ბრძანებით შექმნილი ბრიგადა დახვდა გამზადებული, ოპერაცია წარმატებით ჩატარდა.