ლანჩხუთში მინი ფეხბურთში ტურნირი ჩატარდა, რომელიც აფხაზეთში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული, მერაბ კუპრეიშვილის ხსოვნას მიეძღვნა.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის გავრცელებული ინფორმაციით, ტურნირში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ხუთი საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
ფინალურ ორთაბრძოლაში, ერთმანეთს, სოფელ ლესის საჯარო სკოლა და საქართველოს საპატრიარქოს ლანჩხუთის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის სასულიერო გიმნაზიის გუნდები დაუპირისპირდნენ. გამარჯვება სოფელ ლესის საჯარო სკოლამ მოიპოვა.
ინფორმაციისთვის, მერაბ კუპრეიშვილი გმირულად დაიღუპა 1993 წელს, ტამიშში, რუსულ დესანტთან შეტაკების დროს.

































































