დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში “ქართული ოცნების“ და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შორის შელაპარაკება რამდენჯერმე მოხდა.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს დღეს ნუგზარ ფუტკარაძის ფოტოები ჰქონდათ მოტანილი. ეს ადამიანი ბათუმის საკრებულოს წევრი იყო და რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა. “ნაცმოძრაობის“ წევრების თქმით, ეს ადამიანი არ გაიყიდა და მას აბულიგებდნენ.
ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავჯდომარემ მარი ჩხიკიშვილმა “ერთიანი ნაციონალულრი მოძრაობის“ წევრს ბესო ქათამაძეს მიმართა.
“თქვენი ხელისუფლების დროს მოკლული ადამიანების რამდენი ფოტო შემიძლია წარმოგიდგინოთ. არ არის ეს კარგი ქმედება, როდესაც ამ ადამიანის ფოტოს აფრიალებთ“.
– “მერე ვინ დაიჭირეთ? ან რა გამოიძიეთ. თქვენი პროკურატურა როგორ მუშაობს, ყველამ კარგად იცის.“ – უპასუხა მარი ჩხიკვიშვილს ბესო ქათამაძემ.
[sexy_author_bio]