ამ წუთებში სოფელ მერია-ნატანების ცენტრალურ გზაზე ორი სოფლის მოსახლეობა აქციას მართავს. ისინი გზის მშენებლობის შეწყვეტას აპროტესტებენ. მათი თქმით, გზაზე გადაადგილება შეუძლებელია.
“დაიწყეს გზის მშენებლობა, დაყარეს ხრეში და მიატოვეს. წვიმიან ამინდში გზა ისე ტალახდება, შეუძლებელია აქ გავლა, მზიან ამინდში კი მტვერში ვიხრჩობით”, _ ამბობს აქციაზე გამოსული მოსახლეობა.
აქციაზე იმყოფება მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე, აქცია გამგებელსა და მოსახლეობას შორის ხმამახალი საუბრის ფონზე მიმდინარეობს.
აქვე იმყოფებიან სამართალდამცავები.
ამ წუთებში ნატანები-ოზურგეთის ცენტრალური გზა გადაკეტილია.