ჭიათურაში მაღაროელების პროტესტი გრძელდება. ისინი მუნიციპალიტეტის მერიის შენობის წინ აქციას უკვე მე-8 დღეა, მართავენ. პროტესტის ნიშნად, წუხელ ცხრა მაღაროელმა შიმშილობა დაიწყო.
ისინი ხელფასის გაზრდას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, შრომითი უსაფრთხოების ნორმების დაცვას, ჰიგიენის პირობებისა და კვების საკითხების გაუმჯობესებას ითხოვენ.
მაღაროელები „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ შეთავაზებულ ახალ სამუშაო სამცვლიან გრაფიკს აპროტესტებენ, რამაც, მათივე განმარტებით, ანაზღაურების შემცირება და სამუშაო დღეების მატება გამოიწვია. მოლაპარაკებათა პროცესში შრომის ინსპექცია ჩაერთო.
წყარო: 1tv.ge