საფრანგეთში არეულობა გრძელდება.
პარიზის გარეუბანში მერის სახლს თავს დაესხნენ. თავდამსხმელებმა სახლის დაწვა სცადეს, ხოლო ჩინოვნიკის გაქცეულ ცოლ-შვილს მაშხალები ესროლეს.
ინციდენტმა ფართო შოკი გამოიწვია და განიხილება როგორც მკვლელობის მცდელობა. პრემიერ- მინისტრმა ელიზაბეტ ბორნმა მომხდარს აუტანელი უწოდა.
როგორც ცნობილია, თავდასხმის დროს მერი ვინსენტ ჟანბრუნი სახლში არ იმყოფებოდა, მაგრამ მისმა მეუღლემ ფეხი მოიტეხა და ბავშვიც დაშავდა.
ინფორმაციისთვის, მერის სახლზე თავდასხმა საპროტესტო აქციების მეხუთე ღამეს მოხდა. ხალხი ქუჩაში პოლიციელის მიერ ახალგაზრდა ბიჭის მოკვლის გასაპროტესტებლად გამოვიდა. თუმცა, აქციამ მშვიდობიანი სახე დაკარგა და მალე ძალადობაში და პოლიციელებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. რამდენიმე დღის განმავლობაში, პოლიციამ აქციებზე დაახლოებით 700 ადამიანი დააკავა.