ოზურგეთში, ისტორიული მუზეუმის დარბაზში, ოზურგეთის #4 საჯარო სკოლის წიგნიერების კლუბი ,,ბუკინების” შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა.
„ პატარების წიგნებთან დაკავშირება დაწყებითი კლასებიდან იწყება. კლუბის შექმნის მიზანი სწორედ ეს იყო. საჭიროებამ, განსაკუთრებით, ონლაინ სწავლებისას იჩინა თავი. შეხვედრაზე მესამეკლასელმა ,,ბუკინებმა” 26 საბავშვო წიგნი გააცოცხლეს. სააზროვნო სქემების საშუალებით შექმნეს საპრეზენტაციო ე.წ. ლეპბუქები. განასახიერეს პერსონაჟები, ვისაუბრეთ შინაარსისა და იდეის შესახებ.“ – გვითხრა მესამე კლასის დამრიგებელმა ნათია ბოლქვაძემ.
ღონისძიებაზე განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო, როცა მოსწავლეები ასახელებდნენ სამ მიზეზს, რატომ უნდა გადაეცეს წაკითხულ წიგნს ჯილდო.
როგორც ღონისძიებაზე გახდა ცნობილი, ნათია ბოლქვაძე და მისი მოსწავლეები კვირაში ერთხელ იკრიბებიან და საათობით მსჯელობენ წაკითხულ წიგნებზე.
ავტორი