ამ დრომდე უშედეგოდ მიმდინარეობს 13 წლის მოზარდის, ილია ფილფანის სამძებრო ღონისძიებები მესტიაში. როგორც ” გურია ნიუსს” მერის წარმომადგენელმა სოფელ ლენჯერში, მურთაზ გულედანმა განუცხადა, მოზარდის სამძებრო ღონისძიებები მესტიის გარდა, ასევე, ანაკლიაში, ქობულეთსა და ურეკშიც მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, ილია ფილფანი სახლიდან 18 ივლისს გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა.
შსს-მ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლით დაიწყო.