ლიონელ მესი „ბარსელონადან“ წამოსვლის შემდეგ სათამაშოდ “პარი სენ ჟერმენში“ მიდის.
BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მოლაპარაკება ფეხბურთელსა და კლუბს შორის უკვე შედგა.
როგორც ცნობილია, მესი საფრანგეთში რამდენიმე საათში ჩაფრინდება, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ხელს 2-წლიან კონტრაქტს მოაწერს.