ამიერიდან Messenger-ს მეგობრობის თხოვნები დაემატა, რომელიც აქამდე არ ჰქონდა. „მესენჯერი“ ენობრივი ბარიერის დაძლევაზეც აქტიურად მუშაობს. თუ ინგლისურად მოწერილ ტექსტს დიდხანს დააჭერთ, დაინახავთ ღილაკს, რომელიც წამებში თარგმნის ქართულად, – ამის შესახებ ინფორმაციას ბლოგერი უჩა პირმისაშვილი ავრცელებს, რომელიც მსგავს სიახლეებს ხშირად უზიარებს თავის გამომწერებს.
როგორც პირმისაშვილი ამბობს, თავდაპირველად მარკეტიდან უნდა განვაახლოთ ჩვენი მესინჯერი, რათა ახალი ფუნქციები ჩამოიტვირთოს.

































































