ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა მესტიაში _ ხერაშის ღელე ადიდდა, რამაც სოფელ ჭოლასთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზა დააზიანა. ადგილზე მუშაობს მძიმე ტექნიკა. მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები.
უხვმა ნალექმა ასევე დააზიანა მულახი და მუჟალის ადმინისტრაციულ ერთეულების დამაკავშირებელი საავტომობილო გზა, სადაც ტრანსპორტით გადაადგილება ნაწილობრივ პარალიზებულია. ამ დროისთვის მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.
წვიმის შედეგად მესტიის მუნიციპალიტეტის ლენჯერის ტერიტორიულ ერთეულში კაერის ღელე ადიდდა, რამაც საფრთხე შეუქმნა საგზაო ინფრასტრუქტურას. ადიდებულმა ღელემ დროებით შეაფერხა საგზაო მოძრაობა, თუმცა დროული რეაგირების შედეგად საგზაო მოძრაობის აღდგენა მალევე გახდა შესაძლებელი.