ძლიერმა წვიმამ, მესტიის მუნიციპალიტეტის ოთხი სოფელში პრობლემები შექმნა.
ადიშში, ჭოლაში, გაღმა ხაიშში და ზედა ვედიში, ადიდებულმა მდინარემ სოფლებამდე მისასვლელი გზა და ხიდები წაიღო.
მულახის ტერიტორიულ ერთეულში, სოფელ ჭოლაშში გადასასვლელ ხიდს ადიდებულმა მდინარემ სამაგრები და ნაპირდამცავი გაბიონი გამოაცალა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის პრესსამსახურის ინფორმაციით, უხვმა ნალექმა, იფარის ტერიტორილ ერთეულში, სოფელ ადიშისკენ მიმავალი საავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთი მნიშვნელოვნად დააზიანა.
ხაიშის ტერიტორიულ ერთეულში, მდინარის ადიდების გამო გარე სამყაროს მოწყდა გაღმა ხაიშის და ზედა ვედის მოსახლეობა.