“მეტეოროლოგიურმა ზამთარმა მიაღწია შუა წერტილს, როგორც წესი, წელიწადის ეს დრო აღნიშნავს “ზამთრის მწვერვალს” – ყველაზე დაბალი საშუალო დღიური ტემპერატურა წლიურ ციკლში, მაგრამ წელს ზამთრის ეს დღეები მზიანი ამინდის ფონზე მიედინება წინ, გაზაფხულისკენ!
უახლოეს დღეებში საქართველოში კვლავ გაგრძელდება მშრალი პერიოდი.
ტემპერატურა დასავლეთში +16, +18 გრადუსი, აღმოსავლეთ საქართველოში კი +11, +13 გრადუსი დაფიქსირდება.
იანვრის ბოლო დღეს მზიანი ამინდით დავემშვიდობებით და თებერვალსაც ზღაპრული ამინდით შევეგებებით”,_ წერს სოციალურ ქსელში მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე.































































