ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსის საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელებმა ბოლო ზარი სუფსის კულტურის სახლში გამართეს.
“სცენის გაფორმებიდან დაწყებული, სცენარითა და რეჟისორობით დასრულებული, ყველაფერი მათ შექმნეს კლასის დამრიგებელთან, ნინო მჟავიასთან ერთად.
ბავშვებს მიზნად ჰქონდათ დასახული თანასკოლელების, მასწავლებლების, მშობლებისა და თანასოფლელების გულის გახარება. ღონისძიება თავიან თავს და ხალხს მიუძღვეს და ასიამოვნეს ყველა ლამაზი დღით.
ნამდვილად ღირდა ის რამდენიმეკვირიანი შრომა, რომელიც მაგ დღისთვის გაიღეს”, _ გვითხრეს სკოლაში.
“გურია ნიუსი” გზას ულოცავს კურსდამთავრებულებს და ბედნიერ, წარმატებულ მომავალს უსურვებს მათ!