https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

  • ფეისბუქსტატუსები

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    აზერბაიჯანის პრეზიდენტმა რუსეთი უკრაინაში საელჩოზე განზრახ თავდასხმაში დაადანაშაულა

    რით მოკლეს ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი რუსეთში – რა განაცხადეს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე

    ვოლოდიმირ ზელენსკი – ამერიკელების მიერ დათმობების თემა ხშირად უკრაინის კონტექსტში განიხილება და არა რუსეთის

    ნატო-ში აშშ-ის ელჩი – უკრაინაში რუსეთის ომის დასრულება ჩინეთს ერთი სატელეფონო ზარით შეუძლია

    ერდოღანმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

    დონალდ ტრამპი ირანზე – ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან ძალიან მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

  • ფეისბუქსტატუსები

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    აზერბაიჯანის პრეზიდენტმა რუსეთი უკრაინაში საელჩოზე განზრახ თავდასხმაში დაადანაშაულა

    რით მოკლეს ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი რუსეთში – რა განაცხადეს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე

    ვოლოდიმირ ზელენსკი – ამერიკელების მიერ დათმობების თემა ხშირად უკრაინის კონტექსტში განიხილება და არა რუსეთის

    ნატო-ში აშშ-ის ელჩი – უკრაინაში რუსეთის ომის დასრულება ჩინეთს ერთი სატელეფონო ზარით შეუძლია

    ერდოღანმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

    დონალდ ტრამპი ირანზე – ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან ძალიან მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“მეტისმეტათ შურიანი რომ არ ვიყო, შეიძლება მეპატიებია ყველასთვის”

20:03; 18.11.2021
კულტურა
Share on FacebookShare on TwitterEmail

“მე დავიბადე განთიადისას,

როცა მთის წვერზე დილა მაისის

თვალებს ახელდა… და ნაზი იყო

ელვა-ელფერი მტრედისფერ სივრცის…”

მაისის დილა დაბადების დღედ, როგორც ჩანს, “დიდმა ბავშვმა”, უბრალოდ პოეტურად ინატრა… სინამდვილეში კი ზამთრის ერთ სუსხიან დღეს _ 17 ნოემბერს მოევლინა ქვეყანას.

წელს პოეზიის მეფის დაბადებიდან 130 წელი შესრულდა. ათეული წლების შემდეგაც კი გალაკტიონი სულ თავიდან და თავიდან იბადება… იბადება როგორც მისი შემოქმედების ახალი გადააზრებების, ისე მანამდე უცნობი ცხოვრებისეული დეტალების აღმოჩენისა და შესწავლის თვალსაზრისით.

ამჯერად პოეტის ცხოვრების დღემდე გაუჟღერებელი ფაქტების შესახებ გალაკტიონის კვლევის ცენტრის უფროს მეცნიერ-თანამშრომელს, ფილოლოგიის დოქტორს, ნათია სიხარულიძეს ვესაუბრეთ.

_ ქალბატონო ნათია, რაც უფრო მეტს ვიგებთ გალაკტიონის, მისი ცხოვრების დეტალებისა და ხასიათის შტრიხების შესახებ, მით უფრო მყარდება მოსაზრება, რომ მკითხველისთვის ნაცნობი გალაკტიონი პოეტის რეალური პორტრეტისგან საგრძნობლად განსხვავდება…

_ გალაკტიონის შესახებ მსჯელობისას ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვან და სანდო წყაროს, პოეტის უზარმაზარ არქივს ვეყრდნობი _ უბის წიგნაკებს, ჩანაწერებს, დღიურებს. ეს საშუალებას მაძლევს გალაკტიონის რეალური პორტრეტი, გაუყალბებელი, არაოფიციალური ბიოგრაფია მეტ-ნაკლები სიზუსტით აღვადგინო. გარდა ამისა, გალაკტიონის შესახებ უამრავი მოგონება არსებობს, რომელთა შესწავლის შემდეგადაც იხატება, ერთი მხრივ, გენიალური შემოქმედი, ხოლო მეორე მხრივ, ყოფითი პროზის წინაშე მდგომი უმწეო, დაუცველი ადამიანი, რომლის თავდაცვის ერთადერთი იარაღი ირონია, ხოლო თავშესაფარი _ პოეტური ოცნება იყო.

_ ცნობილია, რომ გალაკტიონი ბავშვობიდან გამოირჩეოდა…

_ როგორც იხსენებენ, პოეტს ბავშვობიდანვე განმარტოება უყვარდა. გულჩახვეული, ფიქრიანი ბავშვი ყოფილა. აკადემიური მიღწევების მხრივ საშუალო მოსწრების მოსწავლედ მიიჩნეოდა. ძირითადად მხატვრული ლიტერატურა იტაცებდა. ერთი საყვარელი გასართობი ჰქონია: უფროს ძმას რითმების ძიებაში, ვერსიფიკაციულ ვარჯიშში ეჯიბრებოდა ხოლმე. პირადი წერილებიდან ჩანს გალაკტიონის უფაქიზესი დამოკიდებულება დედის, მაკრინე ადეიშვილისადმი, რომელსაც ხავერდის დედიკოს უწოდებდა. დედასაც გამორჩეულად უყვარდა უმცროსი ვაჟი. თავიდანვე ამჩნევდა მის განსაკუთრებულ ნიჭს. უკვე ხანშიშესული პოეტი ხშირად იგონებდა ყრმობას, მშობლიურ ჭყვიშში გატარებულ დღეებს. ერთ-ერთ უბის წიგნაკში ასეთი ფრაზაც იკითხება: `მე მქონდა ძალიან კარგი, უდარდელი ბავშვობა~. როგორც ჩანს, შემდეგი წლების სიძნელეებთან და დაბრკოლებებთან შედარებით, მაინც უდარდელ ხანად ეჩვენებოდა ბავშვობა. სხვაგვარად გაგვიჭირდება ამ სიტყვების ახსნა. რეალურად, გალაკტიონმა და მისმა ძმამ, პროკლემ, ბავშვობაც და სიჭაბუკეც უკიდურეს გაჭირვებაში გაატარეს. დღემდეა შემორჩენილი მათი განცხადებები სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველისადმი: ძმები ფინანსურ დახმარებას ითხოვენ, რომ სწავლის გაგრძელების საშუალება მიეცეთ.

_ სიღარიბე, მატერიალური არასტაბილურობა შემდეგ წლებშიც გალაკტიონის ცხოვრების განუყრელი თანამგზავრი იყო…

_ ყველაზე მეტად ის აწუხებდა, სიღარიბის გამო უცხოეთში წასვლა და საუნივერსიტეტო განათლების მიღება რომ ვერ მოახერხა. ახალგაზრდა, მაგრამ საზოგადოებისთვის უკვე კარგად ნაცნობმა პოეტმა არაერთხელ მიმართა განცხადებით ოფიციალურ სტრუქტურებს, რომ მისთვის სტიპენდია დაენიშნათ და ამგვარად განათლების მისაღებად მოსკოვში გამგზავრება მოეხერხებინა. მისი მცდელობები ამაო აღმოჩნდა. ოლია ოკუჯავასათვის 1914 წელს გაგზავნილი მისი ერთი პირადი წერილიდან ვიგებთ: `მე ძალიან გული დამწყდება, თუ წელს ვერსად ვერ წავედი… რა გავახერხო? მალე ზაფხულიც მოვა. ჩამოვლენ სტუდენტები საზღვარგარეთიდან. ააჭრელებენ მთელ ქუთაისს და პირდაპირ შხამით აგევსება ადამიანს გული მათი ცქერით. მეტისმეტათ შურიანი რომ არ ვიყო, შეიძლება მეპატიებია ყველასთვის მათი სტუდენტობა და ჯანდაბები, მაგრამ…

_ ოლია ახსენეთ. გალაკტიონისა და ოლია ოკუჯავას ურთიერთობის შესახებ ბევრი რამაა ცნობილი. სამაგიეროდ, მკითხველი ნაკლებად იცნობს პოეტის მეორე და მესამე მეუღლეებს…

_ გალაკტიონის მეორე მეუღლე ოლგა დარიუსი, მესამე კი _ ნინო კვირიკაძე იყო. ორივე მათგანთან პოეტს რთული და კონფლიქტური ურთიერთობა ჰქონდა. ამაზე გალაკტიონის არაერთი ჩანაწერი მოგვითხრობს. პოეტის სუბიექტურობას უცხო ადამიანების მოგონებები სავსებით გამორიცხავს. კონფლიქტების წყარო ორივე შემთხვევაში ერთი და იგივე იყო: მეუღლეებს სურდათ, ზეცის ბინადარი გალაკტიონი ჩვეულებრივ, რიგით, მომხვეჭელ ადამიანად ექციათ. უნდოდათ, მისი პოპულარობა და სახელი მატერიალური კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად გამოეყენებინათ. ბუნებრივია, გალაკტიონი მათ ამგვარ ზრახვებს კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა.

_ თუ არის რამე ცნობილი გალაკტიონის არაოფიციალური ურთიერთობების შესახებ?

_ გარდა სამი ცოლისა გალაკტიონის ცხოვრებაში არსებობდა ქალი, რომელთანაც პოეტს საიდუმლო სიყვარული აკავშირებდა. გალაკტიონისა და საბავშვო მწერლის, ლიდია მეგრელიძის ურთიერთობის შესახებ ბოლო პერიოდში გახდა ცნობილი. დღეს უკვე გამოქვეყნებულია ლიდია მეგრელიძის მოგონებები, სადაც მწერალი ქალი გალაკტიონთან მისი ურთიერთობის შესახებ მოგვითხრობს. მნიშვნელოვანია, რომ მათი სიყვარული მხოლოდ მოგონებათა ფურცლებზე არ დარჩენილა, გალაკტიონის ლექსებშიცაა არეკლილი. მაგალითად:

“აჰა, ის ქალი და სიყვარული 

მოვიდა, მაგრამ დაგვიანებით…;

“… რომ ყველაფერი არის სიზმარი 

და რომ ყველაფერს დააგვიანდა”,_  ეს სტრიქონები 1923 წლის მაისში დაწერილი ლექსიდანაა – „ელეგიიდან“, რომელიც პოეტმა საყვარელ ქალს მიუძღვნა. ავტოგრაფი ლიდიას არქივში ინახება, ამგვარი მინაწერით:

„როცა ეს ლექსი დამიწერა გალაკტიონმა, დილა იყო. ღამით ძალზე მთვრალი მოსულიყო და ვერ გაებედა კარებზე დაკაკუნება და იქვე დასძინებოდა ღია აივანზე. როცა ამ ლექსს წერდა, ისე უკანკალებდა ხელი, რომ კალმისტარი ძლივს ეჭირა თითებში. მერე მე მთხოვა გადამეწერა მისი კარნახით“. ლიდიას ეძღვნება 1925 წელს დაწერილი კიდევ ერთი ლექსი – აკროსტიქით „ლიუდმილას“.

_ განიცდიდა თუ არა უკვე ხანშიშესული პოეტი, რომ შთამომავალი არ დარჩა?

_ “მე ვოცნებობ ჩვენ ერთად ყოფნაზე, პატარა ბავშვზე”, _ წერდა გალაკტიონი ოლიას 1916 წელს. სამწუხაროდ, ბავშვზე ოცნება რეალობად არ ქცეულა. ცხოვრების მიწურულს უშვილობას და სულიერ მარტოობას განსაკუთრებით მძაფრად განიცდიდა. 1956 წელს უკვე ასაკოვან პოეტს უბის წიგნაკში ასეთი სტრიქონები ჩაუწერია:

„უდაბნოში მიდის ზოლი

და აქ ვდგევარ, შენი მწირი:

აღარც დედა, აღარც ცოლი,

აღარც შვილი, აღარც ძირი.”

_ როგორი იყო მისი სიცოცხლის ბოლო წლები?

_ სიცოცხლის ბოლო წლები განსაკუთრებით რთული და მძიმე იყო. ბევრს ახსოვს თბილისის ქუჩების, პარკების, სასადილოების მუდმივი სტუმარი _ მიუსაფარი, უბინაო გალაკტიონი, რომელსაც “შინ” დაბრუნებას ყველაფერი ერჩივნა. უთქვამს კიდეც ერთი ნაცნობისთვის: ჩემს სახლში ჩემი ადგილი არააო.

_ გალაკტიონმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ეს ფაქტი დღეს განიხილება, როგორც თვითმკვლელობამდე მიყვანა ანუ მკვლელობა. ჩანს თუ არა ჩანაწერებიდან ან მოგონებებიდან, რომ პოეტი ამ საბედისწერო ნაბიჯისთვის ემზადებოდა?

_ 1959 წლის 12 მარტს, თვითმკვლელობამდე ხუთი დღით ადრე, გალაკტიონი დილაადრიან მივიდა ცნობილ მხატვართან _ კორნელი სანაძესთან და დაჟინებით მოსთხოვა, რამდენიმე წლის წინ დაწყებული პორტრეტის ხატვა საჩქაროდ დაესრულებინა. მხატვარმა მოუბოდიშა, აუხსნა, რომ ძალიან დაკავებული იყო და მომდევნო დღეს მისვლა შესთავაზა. გალაკტიონმა მტკიცედ განუცხადა: – არა! თუ მხატავ, დამხატე, თუ არა და მეტი არასოდეს არ მოვალ! პოეტის კატეგორიული მოთხოვნის გამო კორნელი სანაძემ ხატვა დაიწყო. რამდენიმე საათის შემდეგ, როცა ეტიუდი დაასრულა, გალაკტიონი წამოდგა, ნახატს დააკვირდა, მოეწონა, შემდეგ მხატვარს წაუკითხა ლექსი “ეს იყო წინათ”, გადაეხვია და წავიდა. გალაკტიონის ეს ვიზიტი კორნელი სანაძესთან უკანასკნელი აღმოჩნდა. როცა მხატვრის მონათხრობს ეცნობი, შეუძლებელია, არ აგეკვიატოს ფიქრი, რომ აფორიაქებული გალაკტიონი საბედისწერო ნაბიჯის გადასადგმელად ემზადებოდა. უეცარი შერიგება კორნელი სანაძესთან, ვისზეც მთელი სამი წელიწადი განაწყენებული იყო, კატეგორიული მოთხოვნა “თუ მხატავ, დამხატე” და შემდეგ თითქოს ბავშვური მუქარა “მეტი არასოდეს არ მოვალ”, 1959 წლის 17 მარტის ტრაგედიის ფონზე, ავისმომასწავებლად აღიქმება. თუმცა მთავარი ის ლექსი მგონია, რომელიც პოეტმა კორნელი სანაძეს წაუკითხა. ხუთსტროფიანი შედევრი _ “ეს იყო წინათ” _ დღეს გალაკტიონის ავტოეპიტაფიად არის მიჩნეული. ლექსი მრავლისმთქმელი სტრიქონებით ბოლოვდება:

“მიდიხარ… შენს ბედს

ბევრი ინატრებს

მშვენიერს, ბედი

სხვა არსად არი,

შენ სივრცეებმა

დაგაბინადრეს _

შენ უკვდავების

ხარ ბინადარი.”

_ გალაკტიონის ერთი ოცნება ახდა _ გალაკტიონოლოგია, როგორც ცალკე დარგი, ჩამოყალიბდა…

_ დიახ, ეს მის ოცნებათა შორის განსაკუთრებით სანუკვარი იყო. პოეტს სურდა, დაფუძნებულიყო მისი შემოქმედების შემსწავლელი, ლიტერატურათმცოდნეობის სპეციალური დარგი _ გალაკტიონოლოგია. ეს რეალობად იქცა: 2001 წელს თეიმურაზ დოიაშვილის ხელმძღვანელობით, შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში დაარსდა „გალაკტიონის კვლევის ცენტრი“, რომელმაც არსებობის მანძილზე არაერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი განახორციელა. მათ შორის მოამზადა და გამოსცა სამეცნიერო-ლიტერატურული კრებულის _ „გალაკტიონოლოგიის“ რვა წიგნი და პოეტის ახალი აკადემიური გამოცემა. გალაკტიონის ბიოგრაფიისა და შემოქმედების შესწავლა გრძელდება. მჯერა, წინ ბევრი სიახლე გველოდება, რომელთაც სიამოვნებით გაგიზიარებთ.

[sexy_author_bio]

გალაკტიონინათია სიხარულიძე
გაზიარება24Tweet15Send

ამავე კატეგორიაში

კულტურა

ოზურგეთის თეატრში ეგნატე ნინოშვილის „ქრისტინე“ დაიდგმება

15:05; 13 თებერვალი, 2026
კულტურა

რეჟსისორი ოთარ ბაღათურია გარდაიცვალა

17:24; 12 თებერვალი, 2026
კულტურა

იტალიელი დიზაინერი ვალენტინო გარავანი გარდაიცვალა

21:35; 19 იანვარი, 2026
კულტურა

ტიმოთი შალამემ უკრაინელები აღაშფოთა

17:32; 16 იანვარი, 2026
კულტურა

მშობლიურ ოზურგეთს ავსტრიიდან ნიჭიერი ახალგაზრდა მუსიკოსი ეწვია

11:22; 15 იანვარი, 2026

როგორია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

ინგა გრიგოლია: იტყვიან, რომ ეს ექიმები ბავშვებს ჭამენ - რა დაგიშავეთ? რა დღეში ჩაგვყარე, ღმერთო?!

ყველა სიახლე

საზოგადოება

“აშშ-დან გაკეთებული შემოწირულობის გამო კომუნიკაციების კომისიამ “კავკასიას” მიმართ ადმინისტრაციული საქმისწარმოება დაიწყო” – ჯანგირაშვილი

19:55; 16.02.2026
საზოგადოება

„შენი თავგანწირვით კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით თუ, რა ფასად მოიპოვება თავისუფლება“

19:23; 16.02.2026
პოლიტიკა

სამეწარმეო ვენახის გაშენებაზე თანხმობა იქნება საჭირო – ვის უნდა მიმართოთ

18:34; 16.02.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:46; 16.02.2026
საზოგადოება

ვის გადასცემს “ფორმულას” წილს კომპანიის ყოფილი გენერალური დირექტორი

17:25; 16.02.2026
საზოგადოება

რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ – ვალუტის კურსი

17:20; 16.02.2026
საზოგადოება

ხანძარს ქალი ემსხვერპლა

16:54; 16.02.2026
ფინანსები

თუ პროგრამირება გაინტერესებს, დარეგისტრირდი Code IT-ზე  – პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი

16:06; 16.02.2026
პოლიტიკა

საქართველოს სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს

15:35; 16.02.2026
სამართალი

რა გადაწყვეტილება მიიღო სააპელაციო სასამართლომ ზვიად რატიანის საქმეზე

15:11; 16.02.2026
სამართალი

მოსწავლემ სკოლაში თვითდაზიანება მიიყენა

14:59; 16.02.2026
საზოგადოება

“ერბო“, „ნადუღი“, „კარაქი” დაილუქა” – სად გამოავლინეს რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები

14:31; 16.02.2026
საზოგადოება

ხანძარი სკოლაში – ვიდეო შემთხვევის ადგილიდან

14:22; 16.02.2026
პოლიტიკა

კობახიძე: რუსეთი არ აღიარებს საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციას ტერიტორიის 20%-ზე, ექსტრემალური ძალები კი – 100%-ზე, ვუპირისპირდებით

13:35; 16.02.2026
სამართალი

ავტობუსის მძღოლს ფიზიკურად გაუსწორდნენ

13:24; 16.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

12:03; 12.02.2026
0

ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

11:42; 11.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო