საქართველო ნატოს წევრი უნდა იყოს, ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა მეთიუ ბრაიზამ ჟურნალისტისა და ბლოგერის ეგორ კუროპტევის საავტორო გადაცემაში “Пограничная ZONA“ განაცხადა.
ბრაიზას თქმით, საბჭოთა აგრესია, რომ შეეჩერებინათ, მაშინ როცა გერმანია ორად იყო გაყოფილი, დასავლეთ გერმანია ნატოში მიიწვიეს და ეს, თუ მაშინ შეიძლებოდა, დღეს რატომ არ შეიძლება?
,,საქართველო უნდა იყოს ნატოს წევრი. გავიხსენოთ ნატოს ფორმირება, იმისათვის, რომ საბჭოთა აგრესია შეეჩერებინათ, მაშინ როცა გერმანია ორად იყო გაყოფილი იყო, დასავლეთ გერმანია მიიწვიეს ნატოში და ეს მოხდა ამ აგრესიის შესაჩერებლად; თუ მაშინ შეიძლებოდა ეს, რატომ ვერ იქნება დღეს ასე?! ნუ, მესმის რომ დღეს მონდომება ნაკლებია, მაგრამ რატომაა ეს მიდგომა დღეს ალოგიკური, ეს გაუგებარია“ – განაცხადა ბრაიზამ.
მეთიუ ბრაიზამ, გადაცემა ,,Пограничная ZONA“ – ში ისაუბრა ე.წ. ,,რასმუსენის მოდელზე“, რომელიც ითვალისწინებს, საქართველო ისე გახდეს ნატოს წევრი, რომ ალიანსის ქარტიის მე-5 მუხლი მასზე არ გავრცელდეს (ალიანსის ერთ წევრზე თავდასხმის შემთვევაში კოლექტიური თავდაცვის შესახებ).
მისი თქმით, შეიძლება დაბრკოლებების გვერდის ავლა, მით უმეტეს, რომ ამის პრეცენდენტები არსებობს. ასევე მან ბუქარესტის სამიტი და იმ დროინდელი მოვლენები გაიხსენა.
,,მოგეხსენებათ, კვიპროსის თითქმის ყველა კუნძულზე ვრცელდება ევროკავშირის კანონმდებლობა. ისინი ევროკავშირის დაქვემდებარებაში არიან და ერთადერთია, კვიპროსის ჩრდილოეთ მხარე, არაა ევროკავშირის ნაწილი. სეპარატისტული რეგიონების არიან ბევრგან, მაგალითად ესპანეთში კატალონია, კანადაში კვებეკი… შეიძლება ამ დაბრკოლებების გვერდის ავლა, მით უმეტეს, რომ პრეცენდეტნტები არსებობს.
2008 წელს ნატოში უკრაინის გაწევრიანებისთვის უფრო მეტი დაბრკოლება არსებობსა, ვიდრე საქართველოსთვის, ამასთან, საქართველო, პარტნიორობის შედეგებით, ექვსეულში შედიოდა,“- აღნიშნა ბრაიზამ.