მეტროპოლიტენის 1-ლი ხაზი ამ დროისთვის მგზავრებს სრულად ემსახურება.
როგორც „გურია ნიუსს“ სატრანპორტო კომპანიიდან აცნობეს, 1-მა ხაზზე მოძრაობა 15:45 წუთზე აღდგა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, დიდუბე-გოცირიძის ღია მონაკვეთზე, აკრძალულ ზონაში მოძრავ მამაკაცს მატარებელი დაეჯახა, რის შედეგადაც, ის ადგილზევე დაიღუპა.
ინციდენტის გამო თბილისის მეტროპოლიტენის 1-ლი ხაზი მგზავრებს „ვარკეთილიდან“„სადგურის მოედნამდე“ ემსახურებოდა.