“რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, მამაკაცი, რომელიც მეტროსადგურ “სახელმწიფო უნივერსიტეტის” ლიანდაგში ჩავარდა, ადგილზე დაიღუპა. ამ დროისთვის მეტრო გაჩერებულია. მომხდარის შესახებ ვრცელდება რამდენიმე ვერსია – ზუსტ მიზეზს სამართალდამცველები დაადგენენ. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
როგორც “რუსთავი2”-ს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში უთხრეს, აღნიშნული ფაქტის გამო საბურთალოს ხაზზე მატარებლის მოძრაობა შეჩერებულია. მეტროს მეორე ხაზი მხოლოდ მეტროსადგურ დელისამდე მუშაობს.