https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რომის პაპი – ვენესუელელი ხალხის კეთილდღეობა ყველა სხვა მოსაზრებაზე მაღლა უნდა იდგეს

    ტრამპმა დაასახელა ქვეყანა, რომელსაც, ვენესუელის შემდეგ, “რაღაც უნდა მოუხერხონ”

    რუსეთი: “მადუროს დაპატიმრება „დამოუკიდებელი სახელმწიფოს სუვერენიტეტის მიუღებელი დარღვევაა“

    მარკო რუბიო: “ჩვენ შევაჩერეთ საომარი მოქმედებები ვენესუელაში, რადგან მადურო დაპატიმრებულია”

    საპროტესტო აქციების დროს არეულობის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა (უცხოეთი)

    დიმიტრი პესკოვი – უკრაინა კარგავს მიწებს და მომავალშიც დაკარგავს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რომის პაპი – ვენესუელელი ხალხის კეთილდღეობა ყველა სხვა მოსაზრებაზე მაღლა უნდა იდგეს

    ტრამპმა დაასახელა ქვეყანა, რომელსაც, ვენესუელის შემდეგ, “რაღაც უნდა მოუხერხონ”

    რუსეთი: “მადუროს დაპატიმრება „დამოუკიდებელი სახელმწიფოს სუვერენიტეტის მიუღებელი დარღვევაა“

    მარკო რუბიო: “ჩვენ შევაჩერეთ საომარი მოქმედებები ვენესუელაში, რადგან მადურო დაპატიმრებულია”

    საპროტესტო აქციების დროს არეულობის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა (უცხოეთი)

    დიმიტრი პესკოვი – უკრაინა კარგავს მიწებს და მომავალშიც დაკარგავს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

„მეც მაიძულეს გუნდიდან წავსულიყავი“

7:09; 2.09.2017
სპორტი
Share on FacebookShare on TwitterEmail

საქართველოში ფეხბურთი სპორტის ყველაზე პოპულარული სახეობაა. მობურთალებს ჩვენში დიდება და პატივი არ აკლიათ. სამწუხაროდ, მედალს მეორე მხარეც აქვს. სიყვარულიდან სიძულვილამდე ერთი ნაბიჯია და თავის დროზე, არაერთ ქართველ ფეხბურთელს მაღალჩინოსნებმა და თავად თბილისის „დინამოს“ ხელმღვანელობამ გული არაერთხელ ატკინეს. მართალია ხალხის სიყვარული იგივე გახლდათ, მაგრამ თავად მოთამაშეები დიდი ფეხბურთიდან გულდაწყვეტილები გაისტუმრეს. სიტყვა „გაისტუმრეს“ ვახსენე და გაიხსენეთ, რამდენი გამოჩენილი ფეხბურთელი მოაშორეს თბილისის „დინამოს“.

რომელი ერთი ჩამოვთვალო. მიხეილ მესხს როგორ მოექცნენ? მურთაზ ხურცილავა რა მიზეზით ჩამოაშორეს საყვარელ გუნდს? 30 წლის ილია დათუნაშვილი „მოხუცად“ რომელმა „ჭკვიანმა“ ფუნქციონერმა ჩათვალა? ამ სახის მაგალითების გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება.

დღევანდელ წერილში რამდენიმე გამოჩენილი ქართველი ფეხბურთელის მოგონებას შემოგთავაზებთ, რომლებსაც თავის დროზე გული დაწყვიტეს და მშობლიური „დინამოს“ კარი უცერემონიოდ და ყოველგვარი ბოდიშის გარეშე მიუხურეს.

მურთაზ  ხურცილავა

„შეგიძლიათ დაასახელოთ ფეხბურთელი, რომელიც „დინამოდან” გულნატკენი არ წავიდა? რომელი ერთი ვთქვა – შოთა იამანიძე, სერგო კოტრიკაძე თუ მიშა მესხი? მეც მაიძულეს გუნდიდან წავსულიყავი, დამეტოვებინა კლუბი, რომელსაც 15 წლის მანძილზე ყოველდღე ერთგულად ვემსახურე! ოფიციალური მიზეზი არ გაინტერესებთ? თურმე, თანაგუნდელები ჩემთან საერთო ენას ვეღარ პოულობდნენ!

ცხადია, ყველამ მალე გაიგო რომ მურთაზ ხურცილავა „დინამოდან” წავიდა. არ დაგიმალავთ, შემეხმიანნენ კიევიდან და მოსკოვიდან – ასაკის კვალობაზე კარგი პირობებიც შემომთავაზეს, მაგრამ საქართველო არ დავტოვე. 1975 წლის დარჩენილი დრო პირველ ლიგაში ვითამაშე ქუთაისის „ტორპედოს” მაისურით. ეს გადაწყვეტილება ჩემი მეგობრის, ცხონებული გურამ ფანჯიკიძის რჩევით მივიღე – ის მაშინ ქუთაისში მუშაობდა. მიუხედავად იმისა, რომ „ტორპედოში” თავს ნორმალურად ვგრძნობდი, „დინამოდან” ჩემს გაშვებას მაინც ვერ შევეგუე და წლის ბოლოს კარიერაც დავასრულე.

უცნაურია, მაგრამ ფეხბურთიდან ჩემი გაცილების ცერემონიალი მხოლოდ ორი წლის შემდეგ გაიმართა: თბილისში საბჭოთა კავშირის ნაკრებმა და ჩვენმა „დინამომ” ითამაშეს. სწორედ ამ შეხვედრის წინ გადავეცი ნაკრების კაპიტნის სამკლაური ევგენი ლოვჩევს.

არ მიყვარს ამ თემის გახსენება, რადგან სხვა თუ არაფერი, როგორც კაცს, გული მწყდება: 1968 წელს „მილანი” მიწვევდა. მათ კარგად ახსოვდათ ჩემი თამაში ნაკრებში და საკმაოდ დიდ თანხასაც მიხდიდნენ, მაგრამ იმ დროს ამაზე ვერც ვიფიქრებდი. ჩემი თავი ჯანდაბას, ერთხელაც იქნებოდა, გავიპარებოდი სასტუმროდან და მერე რამენაირად ფეხს მოვიკიდებდი, მაგრამ წარმოგიდგენიათ აქ რა დღე დაადგებოდათ ჩემიანებს! 60-იან წლებში ხალხს ქურდობისთვის ხვრეტდნენ და „სამშობლოს მოღალატის” ოჯახს რას უზამდნენ, ხომ წარმოგიდგენიათ?!“

ილია  დათუნაშვილი

„დიდი ფეხბურთიდან 1967 წელს წავედი, 30 წლისა „მოხუცად” ჩამთვალეს. რა დავარქვა არც ვიცი, მოდა იყო თუ რა, მაგრამ 30-ს მიტანებული, უკვე ასაკოვნად ითვლებოდი და გუნდიდან წასვლას გაიძულებდნენ. ჩემი თაობა ყველა ამ ასაკში წავიდა, ზოგი უფრო ადრეც. მაშინ აქცენტს ახალგაზრდებზე აკეთებდნენ. ჩემს მერე კიდევ რამდენიმე მოთამაშე გაუშვეს. მიშა მესხს რა უქნეს, ხომ გახსოვთ?“

გიორგი  სიჭინავა

„1965 წელს მეორედ მომისაჯეს სამუდამო დისკვალიფიკაცია – ამჯერად ფეხბურთში: ბაქოში ვთამაშობდით და ერთ მომენტში მარქაროვი წავაქციე. არც არაფერი, მაგრამ მან სიმულანტობა დაიწყო. ავდექი და მწარედ შევაგინე. ამ დროს მსაჯი მომვარდა და ყვითელ ბარათს მიჩვენებს, მარქაროვმა კიდე, თქვენ გაგინებდათო, უთხრა! მოკლედ, ახლა მსაჯს დავუწყე კამათი, ისე მომეშალა ნერვები, მუცელში ხელი წავავლე და წითელიც ამიფრიალა. თბილისში მატარებლით დავბრუნდით და სადგურზევე ამიყვანა ორმა კაგებეშნიკმა – ჩვენთან უნდა წამობრძანდეთო და პირდაპირ შინაგან საქმეთა მინისტრთან მიმიყვანეს. შევარდნაძე იყო მაშინ მინისტრი – კაბინეტში შესულმა ხელი გავუწოდე, მან კი არ ჩამომართვა და მორალის კითხვა დამიწყო… ბოლოს მითხრა, 58-ე მუხლის მიხედვით დაისჯებიო – საბჭოთა ხალხის მტრად მაქციეს!

ბიჭები ჯერ გაურკვევლობაში იყვნენ, მერე კი შოთა იამანიძე, როგორც გუნდის კაპიტანი, შევარდნაძესთან შევიდა და საქმეში გარკვევა სთხოვა. შემდეგ „ზემოდანაც” ჩაერივნენ სხვები და… მოკლედ, ციხის ნაცვლად შინაგანი ჯარების მერვე პოლკში გამიშვეს სავალდებულო სამსახურის მოსახდელად. იქ რა გამაჩერებდა?! ერთ დღეს გამოვიპარე და ცოტა ხანს თბილისის ზღვაზე ვიმალებოდი.

ვინ გადამარჩინა? ნიკოლაი მოროზოვმა! სპეციალურად ჩემს გამო ჩამოვიდა თბილისში, საქართველოს ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივანთან ვასილ მჟავანაძესთან შევიდა და უთხრა, ეგ ბიჭი საბჭოთა სპორტს და ჩვენს ნაკრებს ძალიან სჭირდებაო და თავდებში დამიდგა. მახსოვს, გაზეთ „ლელოში” ვიღაცას ჩემს ნაცვლად დააწერინეს გულისამაჩუყებელი წერილი: ვითომ ვინანიებდი, დავაშავე და მაპატიეთ-მეთქი… წლების მერე შევიტყვე, რომ შევარდნაძე დიდხანს ეწინააღმდეგებოდა ჩემს შეწყალებას“.

კახა ცხადაძე

„საქართველოს ეროვნული გუნდიდან გულდაწყვეტილი წავედი. მახსოვს, ლონდონის „ფულემთან” მატჩში ტრავმა მივიღე, მეორე დღეს კი ფედერაციიდან დამირეკეს, რას შვები, არ მოდიხარ შეკრებაზეო. ვუთხარი, ტრავმირებული ვარ-მეთქი. ჰო, კარგიო და ყურმილი დაკიდეს. არც კი მკითხეს, რა მჭირდა… ნაკრების კაპიტანს ასე არ უნდა ექცეოდე! შესაძლოა იმ დროს ფედერაციაში თავიანთი პრობლემებიც ჰქონდათ, მაგრამ ისეთი მძიმე ტრავმა მივიღე, კარიერის დასრულებაზე ვფიქრობდი, ამ დროს კი თანაგრძნობის ნაცვლად…

გუნდში ბოლოს 1998 წელს ვითამაშე და კარი მომიხურეს. ალბათ იმიტომ, რომ პირდაპირ ვამბობდი სათქმელს. ჩვენი ფედერაცია მაშინ სულ ფულზე ტიროდა, მე კი ვეუბნებოდი, სად არის ის მილიონები, რაც ტელეტრანსლაციებიდან უნდა შემოდიოდეს-მეთქი?! თავის ქებაში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ გერმანიიდან ხშირად ჩამომიტანია გუნდისთვის მალამოები და სახვევები, არადა, ამის პრობლემა არ უნდა ყოფილიყო! სავარაუდოდ, ასეთი ამბების გამო გადაწყვიტეს ნაკრებიდან ჩემი გაშვება. ვლადიმერ გუცაევი, რომელიც მაშინ მთავარი მწვრთნელი იყო, ფედერაციის ხელში უბრალოდ იარაღი იყო.

გუცაევი რომ მოვიდა მთავარ მწვრთნელად, აღარ მიწვევდა. ბევრჯერ დავეკითხე მიზეზზე: თუ ჩემი მომზადების დონე არ გაკმაყოფილებთ, პირდაპირ მითხარით-მეთქი. ის პასუხს ყოველთვის თავს არიდებდა. მეუბნებოდა, მჭირდებიო, მაგრამ მერე საუბარი სხვა თემაზე გადაჰქონდა“.

დავით მუჯირი

„26 წლის ვიყავი, „დინამოდან” რომ წავედი. პრინციპში, ფეხბურთელის კარიერაც მაშინ დავასრულე. 1982 წელი იყო, ერთ-ერთი გასვლითი შეხვედრის წინ საშინელი ამბავი შევიტყვე – ვახტანგ ქორიძეს მეუღლე გარდაეცვალა. ვახოსთან გამორჩეულად ვმეგობრობდი, ჩემი მეჯვარე და დათუნას ნათლია იყო… ვერ დავიძინე, სულ ტელეფონზე ვსაუბრობდი – ვახო მაშინ ბათუმში ცხოვრობდა… ნოდარ ახალკაცს ვთხოვე, სამძიმარზე გამიშვი-მეთქი. ფარსადანოვიჩმა, აქედან მიუსამძიმრეო. გამოვედი თუ არა მისი კაბინეტიდან, კადრების განყოფილებაში შევედი და განცხადება დავწერე“.

მანუჩარ მაჩაიძე

„საკავშირო ნაკრებში როგორ არ მიწვევდნენ, მაგრამ თბილისიდან მითხრიდნენ ძირს – მაჩაიძე არ გამოიძახოთო! ჩემიანებმა გამიმეტეს – აქ ხომ ყველა ჩემი მოწინააღმდეგე იყო!

1980 წელს, ოდესაში, საკავშირო ჩემპიონატის შეხვედრაში მსაჯმა გამაძევა და დისკვალიფიკაციის გამო ორი შეხვედრა გამოვტოვე. „დინამომ” ორივე მოიგო და ამის შემდეგ ჩემს წინააღმდეგ გამოუცხადებელი აგიტაცია დაიწყეს, ვითომ უჩემოდაც შეიძლებოდა წარმატების მიღწევა. გუნდი მოწინააღმდეგე ბანაკებად გაიყო. ოპონენტებმა ჩემი კაპიტნობიდან გადარჩევა მოისურვეს. საამისოდ გუნდში არჩევნებიც „ჩატარდა”. 20:10 მოვიგე და ხელახლა ამირჩიეს კაპიტნად, მაგრამ როგორც შემდეგ გაირკვა, მხოლოდ ორი კვირით, ვინაიდან მთავარმა მწვრთნელმა ნოდარ ახალკაცმა დამიბარა და მითხრა, რომ გუნდიდან მიშვებდა. მიზეზი რომ ვკითხე, თურმე „თანამედროვე ფეხბურთის” თამაშში ხელს „ვუშლიდი”. ამ საკითხთან დაკავშირებით არც მაშინდელი პრესა იშურებდა ჩემს მიმართ „ტკბილ” სიტყვებს და ყველას პირზე „თანამედროვე ფეხბურთი” ეკერა. ოპონენტები, ხალხი, ვინც მე მაკრიტიკებდა, თვლიდა, რომ თუ „დინამოდან” არ წავიდოდი, ქართული ფეხბურთი დაიღუპებოდა! სხვათა შორის, როცა გუნდში ვიყავი – მთელი 5 წლის განმავლობაში, თბილისში თამაში არ წაგვიგია! ჩემი წასვლის მომდევნო წლებში კი ჩვენი მოედნის ფაქტორი მეტოქეთათვის, რატომღაც, გაქრა!

ნოდარ ახალკაცს არასდროს დავუკარგავ იმას, რაც ეკუთვნის, მაგრამ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ 70-იანი წლების მიწურულის და 80-იანი წლების დასაწყისის წარმატებებმა იმ ფეხბურთელებზე გადაიარა, რომლებიც ახალკაცამდე 6-7 წლით ადრე მივიდნენ „დინამოში”. მაგალითად, დავით გოგია, დავით ყიფიანი და ვლადიმერ გუცაევი გავრილ კაჩალინმა მიიყვანა გუნდში, ფირუზ კანთელაძე – სოლოვიოვმა, შოთა ხინჩაგაშვილი – გივი ჩოხელმა, ნოდარ ხიზანიშვილი, დავით მუჯირი, გოჩა მაჩაიძე, ვახტანგ ქორიძე, ვიტალი დარასელია, ვახტანგ კოპალეიშვილი, ალექსანდრე ჩივაძე – მიხაილ იაკუშინმა. ეს იყო თაობა, რომელმაც თავისი სიტყვა თქვა როგორც საკავშირო შეჯიბრებებში, ასევე ევროპულ თასებზე. 1978-ში მოგებული ჩემპიონობის შემდეგ, 79-შიც შეგვეძლო იგივე, მაგრამ… ჩვენ რომ უფრო ჭკვიანი და გამოცდილი მწვრთნელი გვყოლოდა, მიზანს მივაღწევდით!

აღზევების შემდეგ „დინამო” კატასტროფული სისწრაფით დაეშვა დაბლა. ამის შემდეგ ნოდარ ახალკაცი დროულად და სამართლიანად გაათავისუფლეს. ასეთი რამ ნებისმიერ ქვეყანაში ხდება – როცა გუნდი ცუდად თამაშობს, ეს, პირველ რიგში, მწვრთნელის ბრალია. შეიძლება ითქვას, რომ ახალკაცმა იმ დროისთვის თავის შესაძლებლობების და გამოცდილების ზღვარს მიაღწია. მე თუ მკითხავთ, ის გუნდში აღარც უნდა დაბრუნებულიყო. ვინც ის დააბრუნა, უდიდესი ცოდვა ჩაიდინა! ეს კია, რომ მაშინდელ სიტუაციაში ამგვარი გადაწყვეტილება ზემოთ მოკალათებულ ვიღაც ბიურკორატს აძლევდა ხელს, რომელიც ფეხბურთის გაგებაში არ იყო და ბრმად დგამდა ნაბიჯებს. ვიტყოდი, რომ სწორედ ამ უცოდინარობამ დაღუპა საბოლოოდ ქართული ფეხბურთი! გარდა ამისა, მიმაჩნია, რომ უფრო უარესი გადაწყვეტილება მოგვიანებითაც მოხდა, როცა ნოდარ ახალკაცს უკვე დამოუკიდებლობის გზაზე მდგომი ქართული ფეხბურთის ბედი ჩააბარეს და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად აირჩიეს.

კლუბში მესამასე მატჩი რომ არ მეთამაშა, გუნდიდან გამიშვეს! ჩემზე მეტი „დინამოში” მხოლოდ გუცაევს აქვს ნათამაშევი. დააკვირდით დავით ყიფიანის, კახი ასათიანის სტატისტიკას. ნახეთ, ან სეზონიდან სეზონამდე, ან სსრკ თასზე რამდენ თამაშს ატარებდნენ… იმ წელს, თასი მეორედ რომ ავიღეთ, ყიფიანმა სულ ორი თამაში ითამაშა – ერთი შეცვლაზე, ფინალში და იქაც პენალტი ვერ გაიტანა. 1980-ში, გუნდიდან რომ არ გავეშვი, „შახტიორს” მარტო მოვუგებდი – ნახევარფინალში მათამაშეს და მერე გამიშვეს. ფინალში რომ მეთამაშა, თავს დავდებდი და იმ მატჩს არ წავაგებდით. თუმცა რა მაქვს დასამტკიცებელი – ნახეთ სტატისტიკა და თავად მიხვდებით, რა ვარსკვლავებიც გაუფეტიშა ხალხს უშიშროებამ.

ისე, რაზე მეცინება იცით? როცა ჩემი დროის „დინამო” კარგად თამაშობდა, ყველას უგებდა და პრიზებს აგროვებდა, „სტარამოდნი” ფეხბურთიაო – რუსები იძახდნენ და მერე, როცა ვარსკვლავების ხელში, სეზონში 16 თამაშის წაგება დაიწყეს, „პერსპექტივნაია და მოდნაია კამანდაო” დაარქვეს. აი, ასე მუშაობდა კაგებე… ის კი არა, „კორიფეები” პატიაშვილის სადღეგრძელოს პერსონალურად სვამდნენ ხოლმე 80-იანი წლების შუაში!“

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

სპორტი

ქსკ “ლანჩხუთის” მეკარე თათია გაბუნია სეზონის საუკეთესო მეკარედ დასახელდა

20:21; 27 დეკემბერი, 2025
სპორტი

სამტრედიელი მერი არაბიძე ,,მაიას თასი 2025″-ის გამარჯვებულია

09:46; 18 დეკემბერი, 2025
სპორტი

განადგურებული მოედანი და გაბრაზებული ფანები – რა მოხდა სტადიონზე, სადაც მესი დაგეგმილზე ნაკლები დროით გამოჩნდა

11:40; 14 დეკემბერი, 2025
სპორტი

მერაბ დვალიშვილი პიოტრ იანთან მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა

10:18; 7 დეკემბერი, 2025
სპორტი

მერაბ ჟორდანია: „გურიას” ყველა ფინანსური დავალიანება დაიფარება“

21:09; 1 დეკემბერი, 2025

ხანძარი კახეთში _ კოხტას მთის ფერდობს ცეცხლი უკიდია

ბუკნარის გზის და საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა (R)

ყველა სიახლე

საზოგადოება

როდიდან განახლდება თბილისი-ოზურგეთი-თბილისი და სხვა მატარებლების მიმოსვლა

19:48; 5.01.2026
პოლიტიკა

ვინ არიან სურსათის ფასებთან დაკავშირებით შექმნილი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის წევრები

18:08; 5.01.2026
საზოგადოება

“წლევანდელ სეზონზე ვაქცინირებული ადამიანებიც ინტენსიურად ინფიცირდებიან, თუმცა”- რას წერს ინფექციონისტი

17:57; 5.01.2026
სამართალი

ბიძამ დისშვილი დაჭრა

17:41; 5.01.2026
სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

16:09; 5.01.2026
სამართალი

ხობში ორი პირი დაჭრეს

13:53; 5.01.2026
პოლიტიკა

სოხუმში უპასუხეს საქართველოს მოლოდინს, კარაკასის მიერ აფხაზეთის “აღიარების” გაუქმებაზე

13:32; 5.01.2026
საზოგადოება

საქსტატი: წლიურად ყველაზე მეტად სურსათი გაძვირდა

12:26; 5.01.2026
სამართალი

დიდი ოდენობით თანხის მითვისების ბრალდებით 1 პირი დააკავეს

12:15; 5.01.2026
ზაფრანი

მსოფლიოს საუკეთესო ნაძვის ხეები

9:46; 5.01.2026
ზაფრანი

საშობაო ბაზარი

9:44; 5.01.2026
ზაფრანი

უცნობი მაკოლეი კალკინი

9:37; 5.01.2026
ზაფრანი

“ALL I WANT FOR CHRISTMAS IS YOU” – რა თანხას გამოიმუშავებს მერაია ქერი

9:24; 5.01.2026
სამართალი

ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ბავშვი დაშავდა, ერთ-ერთი მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა

22:51; 4.01.2026
მსოფლიო

რომის პაპი – ვენესუელელი ხალხის კეთილდღეობა ყველა სხვა მოსაზრებაზე მაღლა უნდა იდგეს

18:53; 4.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025
0

უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

12:19; 28.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო