“მეც მაქვს დასაკარგი, თუნდაც ჩემი სამსახური რომელიც ჩემი შემოსავლის წყაროა, მაგრამ უფრო დიდი დანაკარგია სიმართლეზე, სამშობლოზე უარის თქმა” _ დაწერა ფეისბუქზე ლანჩხუთის მერიის თანამშრომელმა სალომე ზენაიშვილმა.
იგი თბილისში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებიდან შემაძრწუნებელ ფოტოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, როგორ უმოწყალოდ უსწორდება სპეცრაზმის წარმომადგენელი აქციის მონაწილეს. ![]()
“წაქცეულს, უმოძრაოდ, ასე რომ გაიმეტებს და ამ მძიმე კადრების ნახვის მერე ქოცურ რეჟიმს რომ გაამართლებ, უბრალოდ, მტერი ხარ შენი ქვეყნის და შენი ხალხის“ _ წერს მერიის თანამშრომელი და კოლეგებს მიმართავს: „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებო, რატომ დუმხართ, მითხარით, რომ 13 წელი სიბნელეში არ ვყოფილვარ თქვენთან ერთად…“
































































